7 წლის ილია გვალია, რამდენიმე დღის წინ მდინარე ენგურში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული ჯონი გვალია და მაყვალა გამისონიას უმცროსი შვილია.
ფოტო, „პრაიმტაიმს“ ოკუპირებული გალის რაიონ წარჩედან მიაწოდეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ ოკუპირებულ გალის რაიონის მცხოვრები უყვება, სწორედ ილიას უფროს დას შეეძინა შვილი და ცოლ-ქმარი ე.წ. ოკუპირებული თაგილონის ფონით ცდილობდა დანარჩენ ორ პირთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას, რათა ზუგდიდში ეყიდათ შვილიშვილისთვის საჭირო ნივთები.
მდინარე ენგურის ადიდების შედეგად ოთხივე დაიღუპა. ამ დრომდე ვერ ხერხდება ცოლ-ქმრის ჯონი გვალია და მაყვალა გამისონიას ცხედრების გადასვენება.
მათი ცხედრები ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებულია.
ოკუპირებულ გალში უკვე გადაასვენეს ახალგაზრდა ქალის თამარ ცატავას ცხედარი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ასევე გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხერხდა თამაზ ბასლანძის ცხედრის გადასვენება.










