44 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის ნარკოლოგიურთან დაჭრეს ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, ის საავადმყოფოსი უგონო, კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს, აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით კი გაიგეს გასროლის ხმა და დაინახეს თავდამსხმელიც, რომელმაც ტერიტორია ავტომანქანით დატოვა – “7 გასროლა გავიგონე მინიმუმ, ზევით ამბობდნენ ექიმები, რომ შავი მანქანით იყო შენიღბული ადამიანიო”- ამბობს ერთ -ერთი თვითმხილველი
ნარკოლოგიურის ხელმძღვანელი კი ადასტურებს, რომ მოკლული მათი ბენეფიციარი იყო
“ეს ბენეფიციარი ჩვენი პროგრამის მონაწილეა, დღეს უწევდა გამოცხადება და ჩვენთან ამოსვლამდე, ეზოს კიბესთან მოხდა ეს ინციდენტი. ტყვიის ხმაზე გადაიხედეს გოგონებმა და დაინახეს შავ პირბადეში მამაკაცი, როგორ ედგა თავზე და იარაღით ცხრილავდა” – ამბობს “მთავართან” საუბარში მაია კონცელიძე, ბათუმის ნარკოლოგიურის ხელმძღვანელი.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე პოლიცია და ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება.