ამჯერად, „კანის 75-ე კინოფესტივალზე“ კარლა ბრუნის დის, ვალერი ბრუნი ტედესკის მიერ გადაღებული ფილმის „მარადიული ახალგაზრდების“ პრემიერა შედგა.
64 წლის შერონ სტოუნმა წითელ ხალიჩაზე ყველას ყურადღება მიიპყრო, ის საოცარ ფორმაში იყო. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავს „დოლჩე და გაბანას“ ექსტრავაგანტური კაბა ამშვენებდა. ლურჯ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი „ლუქი“ ორი ნაწილისგან, მოსასხამისა და სხეულზე მომდგარი გრძელი კაბისგან შედგებოდა. მოგვიანებით სტოუნმა „ინსტაგრამზე” არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გაავრცელა.