“C ჰეპატიტით ინფიცირება გვხდება ახალგზარდა ასაკიდან, 16 წლის ზემოთ ვაკეთებთ ტესტირებას, ხანშიშესული ქალბატონებიც ბევრი შემხვედრია , რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ საიდან შეიძლება ჰქონოდათ C ჰეპატიტი, მაგრამ ფაქტია რომ ჰქონდათ.
ასაკი არა აქვს, ნებისმიერ ასაკში შეიძლება ადამიანს C ჰეპატიტის ვირუსი შეეყაროს, განსაკუთრებით თუ სარისკო ქცევასთან ააქვთ საქმე. ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთან სარისკო ქცევა არის ჭურჭლის გაზიარება, შპრიცის გაზიარება.
ამას ჩვენ ვასწავლით, ტრენინგებს ვუტარებთ, ერთჯერად შპრიცებს ვაძლევთ. ძალიან მცირე პროცენტია C ჰეპატიტის სქესობრივი გზით გადადების.
რისკ-ჯგუფი არის ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მანიპულაცია სჭირდება სტომატოლოგთან, C ჰეპატიტი გადადის სისხლით, ერთი ადამიანის სისხლის მეორე ადამიანის შერევით, არ გადადის ხელის ჩამორთმევით”-“ახალი გზის ” კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე. სრული გადაცემა იხილეთ აქ https://youtu.be/97zHSZxw1t8