2026 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში საკვები პროდუქტების უმეტესობაში გარკვეული შებოლილი არომატიზატორების გამოყენება აღარ შეიძლება. შეზღუდვა შეეხო ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: ჩიფსები, სხვადასხვა ხემსი, BBQ და გრილის სოუსები, მზა სუპები და კერძები, ზოგიერთი მცენარეული/დამუშავებული პროდუქტი და ა.შ.
ევროკავშირის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო EFSA-ს შეფასება, რომლის მიხედვითაც ავტორიზებული არომატიზატორების უსაფრთხოებაზე გენოტოქსიკურობის – ანუ დნმ-ის დაზიანების რისკი ვერ გამოირიცხა.
საუბარია კონკრეტულ smoke flavouring-ებზე, რომლებიც კვამლის გემოს მისაცემად გამოიყენება. (ცნობისთვის, თხევადი კვამლი არის ბუნებრივი ხის კვამლის კონდენსატი (წყალხსნარი), რომელიც გამოიყენება საკვებისთვის შებოლილი არომატისა და გემოს მისაცემად ტრადიციული ცხელი ან ცივი შებოლვის პროცესის გარეშე).
სევე ცნობილი ხდება, რომ 2026 წლის მაისში, sciencedirect.com-ზე გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც 31 კომერციული ჩიფსი – 18 სიმინდისა და 13 კარტოფილის შეისწავლა და მათში 16 ტიპის პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადი (PAH) გაზომა. ეს ნივთიერებები შეიძლება წარმოიქმნას საკვების მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებისას.
კვლევაში კარტოფილის ჩიფსებში PAH-ების საშუალო დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე სიმინდის პროდუქტებში. თუმცა ავტორებმა დაასკვნეს, რომ ჩვეულებრივი/დაბალი და საშუალო მოხმარების პირობებში მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის რისკი არ გამოვლინდა.
რისკის მაჩვენებელი პრობლემურ ზონაში გადავიდა ძალიან მაღალი მოხმარებისას – დაახლოებით 100 გრამი დღეში.










