ტრაგედია დატრიალდა რამდენიმე დღის წინ რუსეთში, სტავროპოლის მხარეში, სადაც საქართველოდან მიმავალი ავტობუსი “კამაზის” მარკის სატვირთოს შეეჯახა და თხრილში გადავარდა, რის შედეგადაც კი 7 ადამიანი დაიღუპა.
- ერთ-ერთი დაღუპული ვალერი მაჭავარიანია, რომლის მეუღლე და შვილები მძიმედ დაშავდნენ და ახლა სამკურნალოდ თანხის შეგროვებას საჭიროებენ. სოციალურ ქსელში დაღუპულის ნათესავი მიმართვას ავრცელებს.
“ძვირფასო მეგობრებო და ახლობლებო.
- რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ჩვენ ოჯახს უდიდესი ზიანი მიაყენა, ჩემი მამიდაშვილის ოჯახია. სამწუხაროდ, ავარიას ემსხვერპლა ჩვენი სიძე ვალერი მაჭავარიანი, ხოლო მისი მეუღლე და შვილები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დღესაც საჭიროებენ მკურნალობას, რეაბილიტაციასა და მუდმივ ზრუნვას.
ოჯახს მძიმე ფინანსური ტვირთი დააწვა. საჭიროა სამედიცინო ხარჯების დაფარვა.
წინასწარ მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის, მხარდაჭერისთვისა და სიკეთისთვის.
TBC ბანკის ანგარიში:
#GE52TB7826645064300066
საქართველოს ბანკის ანგარიში:
#GE11BG0000000255372900
მიმღები: გიორგი თედორაძე” – წერს თაკო მექვაბიძე.










