დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 504 ახალი დადასტურებული შემთხვევად 619 იმერეთში გამოვლინდა, რეგიონში 10 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იმერეთის საავადმყოფოებში 1 049 ადამიანი მკურნალობს. მძიმე პაციენტი გვყავს 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 30.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროში 282 ადამიანი იმყოფება. საკარანტინე სივრცეში კი 32.
დღეის მდგომარეობით, იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 921 ადამიანი.










