“ზარმაცი თვალი” ე.წ. ამბლიოპია ეს არის მდგომარეობა, როდესაც 1 თვალის მხედველობა არის მაგალითად 100 პროცენტი, სრულყოფილი და მეორე თვალში ვერ ვხედავთ სრულყოფილად.
შესაბამისად ეს პასიური თვალი განიცდის გაზარმაცებას, ანუ ვერ აღიქვამს გამოსახულებას ასე სრულყოფილად , როგორც მეორე- უკეთესი თვალი. სხვათაშორის უჭირთ ხოლმე დროულად ამის შემჩნევა იგივე მშობლებს და საკმაოდ გვიან ასაკში მოდიან ამ ჩივილით.
თუ მოხდა ისე რომ 6 თვის ასაკში ვერ მოხდა დროული კონტროლი სკოლაში წასვლის წინ ბავშვის გამოკვლევა აუცილებელია, იმიტომ რომ მოხდეს ორივე თვალის შეფასება , რამდენად სრულყოფილად ხედავს ორივე თვალი.
რაც შეეხება მკურნალობას, პირველ რიგში სათვალე, შეიძლება კონტაქტური ლინზაც და თვალის ახვევა. მსგავსი პრობლემით მომართვიანობა საკმაოდ ხშირია”. – პედიატრ-ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, ევროპის ოფთალმოლოგთა ასოციაციის ახალგაზრდული ბორდის წევრი და წარმომადგენელი საქართველოდან, ამავე ასოციაციის ჟურნალის რედაქტორი ლანა დათუაშვილი. სრული გადაცემა იხილეთ აქ- https://youtu.be/sfdgOAXYBHw