90 წლის ბლოგერს ლამარა აბჟანდაძეს “ასტრაზენეკას” ვაქცინა აქვს გაკეთებული. იგი თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა წერს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესდა, რაც შესაძლოა, ვაქცინაციასაც უკავშირდებოდეს.
“მე მგონი დავამარცხე ავადმყოფობა. დღეს უკვე კარგად ვარ. არ ვიცი, აცრამ მიშველა, თუ ჩემმა შემტევმა ხასიათმა. მოკლედ, არ ვუშინდები.
ტესტის პასუხი ახლახან გავიგე, უარყოფითია. გავიმარჯვე, კორონა აღარ მომეკარება. ასეც მწამდა”, – წერს ლამარა აბჟანდაძე სოციალურ ქსელში.