LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
6 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოზე არ გამოცხადდა

6 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოზე არ გამოცხადდა

დაპოსტა 2020/05/11-ში
A A
169
ნახვა
გაზიარება

რეგინფო.ჯი სკანდალური საქმის შესახებ წერს. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცი ბრალდებულია 6 წლის გოგოსთან სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოცემის ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებული იყო, მაგრამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და ის გირაოთი გაათავისუფლეს. ახლა მსხვერპლი და ძალადობაში ბრალდებული ერთ ეზოში ცხოვრობენ. დაზარალებულის ოჯახი დახმარებას ითხოვს.
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის ზაფხულში,

ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 58 წლის კაცმა, იმავე ეზოში მცხოვრები 6 წლის გოგო, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, საძინებელში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა, ტანსაცმელი გახადა, თვითონაც გაიხადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა.
ამ მომენტში ოთახში შევიდა მეორე ბავშვი, რომელიც გოგოსთან ერთად თამაშობდა და მას  ეძებდა. კაცი ბავშვებს დაემუქრა, რომ არსად არაფერი ეთქვათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა ამ გოგოს მიმართ კაცის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა. ბავშვმა დედას მომხდარის შესახებ მოუყვა.

2019 წლის 5 ივლისს კაცი დააკავეს. 8 ივლისს ლაგოდეხის მაგისტრმა მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა და საქმე განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა.

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბრალდებულს 9 თვიანი საპატიმრო ვადა ეწურებოდა, ამიტომ მას აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალა.
რეგინფო.ჯი წერს, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პროცესი 2020  წლის 8  აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ ბრალდებულმა განაცხადა, რომ ქვეყანში საგანგებო მდგომარეობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს და ის სასამართლოში ვერ გამოცხადდებოდა. არადა ბრალდებულის ოჯახს ორი ავტომობილი ჰყავს. პროცესზე ამავე მიზეზით არ გამოცხადდნენ ადვოკატებიც, მაშინ, როცა ისინი წინა პროცესებზე თბილისიდან გურჯაანში საკუთარი მანქანით ჩადიოდნენ. პროცესზე არ გამოცხადდა ბრალდებულის მესამე ადვოკატიც, რომელიც ადგილობრივია.

ორი სასამართლო სხდომა გაიმართა დისტანციურად, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას პროცესის მონაწილეების საუბარი არ ესმოდა და სხდომები გადაიდო.

საქმის განხილვის დასრულებამდე დარჩენილია ბრალდებულის დაკითხვა და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ფსიქოლოგის განმარტებით, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვთან მუშაობს, ბავშვს სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. ძალადობაში ბრალდებულის გათავისუფლების შემდეგ, ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა და ის ხშირად ამბობს, რომ კაცი მას მოკლავს და იმალება.

დაზარალებულის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბრალდებული საქმის მოგვარებას ცდილობს და პროცესის გაჭიანურება ამას ემსახურება. მათივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ ის ეზოში გამომწვევად იქცევა და დანაშაულის პროვოცირებას ცდილობს.

მომდევნო სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული.

რეგინფო.ჯი

გაზიარება86

დაკავშირებული -პოსტები

კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

ქალაქ კასპში ავტოსაგზაო შემთხვევას მეთორმეტეკლასელი ბიჭი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. არსებული ცნობით, მანქანა ბოძს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დირექტორს 8 წლით, ხოლო ამავე კომპანიის თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 1, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და შედეგიანი იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. პირად...

დაწვრილებითDetails

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ყოფილი მოსწავლის, 20 წლის ათუკა გეწაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მძიმე სენი სახელდება. „გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პირველ ივლისს შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქუთაისში პირველ ივლისს ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება მისამართებზე: 11:00 საათიდან  19:00 საათამდე 509 აბონენტს გაეთიშება : გათიშვის არეალი: ქუთაისი/ხუნდაძის, ქუთაისი/თაბუკაშვილის, ქუთაისი/დადიანის, ქუთაისი/თაბუკაშვილის 4შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 2შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 6შ, ქუთაისი/გამსახურდიას 6შ,...

დაწვრილებითDetails

2 ივლისიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუშაობას 06:30 საათიდან დაიწყებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დილის 06:30 საათიდან დაიწყებს . ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს. „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქოცებს“ დაემსგავსა” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
,,უშუალოდ ვერთვები, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი – სააკაშვილი
მთავარი

ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“ - სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"