მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ 226 პირს შორის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილიც არის. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველს” პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო ატივისტები აწვდიან.
ცნობისთვის, ფრიდომ ბუბუტეიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების განცხადებით მიმართა.
ფრიდონ ბუბუტეიშვილს 5 წლიანი სასჯელი ჰქონდა შეფარდებული და პირველ პენიტენციურში სამარტოო საკანში იხდიდა სასჯელს.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 226 პირი შეიწყალა.










