აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას მოძრაობა აფხაზეთისთვის დამფუძნებელი, ნუკრი ნოდია ადასტურებს და ამბობს, რომ ცხედარი ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მისივე თქმით, თავდაპირველი დათვალიერებით სხეულს ძალადობის კვალი არ ეტყობა. ცნობილია, რომ ცხედარი ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ბლოგერი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო
დაურ ბუავა 2021 წელს ტყვარჩელიდან თბილისში ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. 2022 წელს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა მას „სახელმწიფოს ღალატისთვის“ ბრალი წაუყენა. ბუავას გადაღებული ვიდეოების დიდი ნაწილი ქართულ-აფხაზური მეგობრობის თემაზე იყო და ის აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა










