LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ოკუპირებული აფხაზეთი სირიაში საელჩოს ხსნის

რუსეთმა გაგრის სოფელ აიბღას ანექსირება მოახდინა – DRI

დაპოსტა 2021/06/18-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

რუსეთმა გაგრის სოფელ აიბღას ანექსირება მოახდინა – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი DRI აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, მისი ცნობით, სოფელში რუსეთთან ანგარიშვალდებული გამგებელი დაინიშნა

“რუსეთის ფედერაციამ, 2021 წლის მაისში, ოკუპირებული აფხაზეთის შემადგენლობაში შემავალი სოფელ აიბღას ანექსირება ფაქტობრივი კონტროლის მიღმა ამჯერად ოფიციალურად გაიფორმა. ტერიტორია მონიშნულია კრასნოდარის ოლქის ადლერის რაიონის ნაწილად, უფრო კონკრეტულად კი, ქვემო შილოვკის თემში შემავალ ერთ-ერთ სოფლად”.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოფელ აიბღას ზედამხედველობა რუსეთის კრასნოდარის ოლქის გამგებელს დაევალა, “რითაც შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის შემადგენელ ნაწილად გაფორმდა”.

DRI-ის ინფორმაციით, აიბღას ანექსირების სურვილი რუსეთმა პირველად 2001 წელს, იმჟამინდელ დე ფაქტო პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან გააჟღერა. რადგან იმ დროს რუსეთს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ ჰქონდა და ამ თემის განხილვა ქართულ მხარესთან მოუწევდათ, საკითხი დროებით შეჩერდა:

“სიტუაცია რადიკალურად 2008 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთი აღიარა და აფხაზეთთან „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაცია და დემარკაცია მოითხოვა. საინფორმაციო ნიადაგის მომზადება 2010 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. რუსულმა მხარემ გააქტიურა სამეცნიერო სტატიების, მონოგრაფიების გამოცემა, კონფერენციების ჩატარება სოხუმში, სადაც „კვლევებით“ ამტკიცებდნენ, რომ სოფელი აიბღა კრასნოდარის ოლქის ნაწილი იყო”.

ამის საპასუხოდ და შესაძლო ანექსიის პრევენციისთვის, 2010 წლის 21 მაისს დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების შესახებ“, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სახელმწიფო საზღვარი აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადის სსრკ-ში აღიარებული საზღვრების პერიმეტრზე.“

ამით სოფელი აიბღა რჩებოდა აფხაზეთის შემადგენლობაში. 2010 წელს აფხაზებმა რუსეთის შეთავაზებაზე, სოფელი დაეთმოთ, კატეგორიული უარი თქვეს, თუმცა რუსეთმა პროცესი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს განაახლა. აფხაზეთს შესთავაზეს შეჯიბრებების ნაწილის აიბღაში ჩატარება, სპორტულ ღონისძიებებში სოფლის ჩართვა, თუმცა აფხაზურმა მხარემ ეს შეთავაზება უარყო.

ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციამ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ წარმატებით მოახერხა. 2021 წლის მაისში გამგებლის დანიშვნა აღნიშნულის მაუწყებელია. სოფლის ანექსიას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. პირველი ფაქტორი იყო ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბე და სოფელში ინფრასტრუქტურის არ არსებობა, რასაც აფხაზეთი, საკუთარი მწირი და რუსეთზე დამოკიდებული ბიუჯეტით ვერ აღმოფხვრიდა. 2019 წლისთვის სოფელში აღარ ფუნქციონირებდა ორი არსებული სკოლიდან არც ერთი, არ იყო სამედიცინო პუნქტი, გაჩნდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ზვავების ჩამოწოლის შედეგად გზები ისე გაფუჭდა, რომ დაბლობზე ჩამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. მეორე, აიბღაში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად რუსია. ეს გარემოება, რუსეთის ფედერაციამ ამჯერადაც წარმატებით გამოიყენა სოფლის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიისთვის.

2020 წლის დასაწყისში ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარის გამგებელს მიმართა და ადგილზე არსებული გაუსაძლისი პირობების შეცვლაში „დახმარება სთხოვა“. აფხაზები ვარაუდობენ, რომ ეს მიმართვა რუსული ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ორგანიზებული იყო. „ხალხის მიმართვას“ რუსეთის მხრიდან მყისიერი ქმედებებიც მოჰყვა, ისე, რომ აფხაზებისთვის ნებართვა არავის უკითხავს. რუსებმა სოფელს ელექტროენერგიის და სატრანსპორტო ლოჯისტიკის პრობლემა მოუგვარეს, ზაფხულში სოჭის მერიის დაფინანსებით გაიყვანეს ახალი გზა, ააშენეს ახალი ხიდი და სოფელი მდინარე ფსოუსთან პირდაპირ დააკავშირეს, თუმცა ამ გზით ჩამოსულები ფსოუს რუსულ და არა აფხაზურ მხარეს ხვდებიან. აიბღაში აქტიურად დაიწყეს ექიმების ბრიგადების და ჰუმანიტარული დახმარებების გაგზავნა, ასევე, სოფელში მცხოვრები მამაკაცების დასაქმება ადლერსა და სოჭში.

2020 წლის აგვისტოში ზემოაღნიშნული პროცესების საპასუხოდ, აფხაზურმა მხარემ მდინარე ფსოუსთან ახლად აშენებულ, დამაკავშირებელ გადასასვლელ ხიდზე სასაზღვრო პუნქტი გახსნა. სასაზღვრო პუნქტის გახსნას სოფლის მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სოხუმიდან მოსალაპარაკებლად ჩასულ დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციას იქაურმა მოსახლეობამ პირდაპირ განუცხადა, რომ მათ სურთ სოფელი აიბგა რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს. 2020 წლის 13 ნოემბერს, პუტინთან შეხვედრის დროს, ეს საკითხი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ დღის წესრიგში დააყენა. მაშინ პუტინმა საკითხის სამართლიანად გადაწყვეტის პირობა დადო.

სოხუმის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დე ფაქტო პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ასტამურ ლოგუამ 2021 წლის 19 მაისს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან საკითხის მოსაგვარებლად მუშაობენ. თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადებებს მიღმა, აფხაზები თვლიან, რომ აიბღა დაკარგულია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად რუსები და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად გალში იმყოფებიან, არაფორმალურ საუბრებში ხაზს უსვამენ, რომ მათი ინტერესი უფრო დიდია – სურთ სრულად შეიერთონ აიბღას პლატო, რომელიც მდინარე ფსოუს სათავიდან რიწის ტბამდე და ავადჰარამდე ტერიტორიას მოიცავს. საუბარია გაგრის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 20 პროცენტზე. როგორც ირკვევა, ამ ტერიტორიის მიმართ რუსული მხარის მძაფრ ინტერესს, სტრატეგიული მნიშვნელობის სიმაღლეების გარდა, ამ პერიმეტრზე სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების არსებობაც განაპირობებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საერთაშორისო აქტორებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ნაწილის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსიის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებამ კი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო ფორმატი, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესზე სათანადო რეაგირებისა და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაყენებლად”.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიურია და წარმატების მიღწევის შანსი მაღალია. მნიშვნელოვანია, ენერგია სწორად გადაანაწილოთ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდოთ.   ♉ კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე ან შეხვედრაა...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელთათვისაც მაისი განსაკუთრებით წარმატებული თვე იქნება

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის მაისი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, დატვირთული თვეა. პერიოდი მოიცავს სავსემთვარეობებს, პლანეტების სხვადასხვა ხელსაყრელ პოზიციაზე განლაგებას, რეტროგრადულ პლუტონსა და ახალმთვარეობას. როგორც ასტროლოგები ამბობენ, მაისი ზოდიაქოს 7 ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი...

დაწვრილებითDetails

“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
“სელფი” ქუთაისს “გვირილობას” ულოცავს
მთავარი

"სელფი მობაილი" ქუთაისს "გვირილობას" ულოცავს. "ჩვენი ქუთაისის გუნდისთვის, რომელიც ყოველდღიურად თქვენ გვერდითაა, ეს დღესასწაული  განსაკუთრებულია, ამიტომ გვინდა ეს დღე კიდევ უფრო პოზიტიური გავხადოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს საჩუქრები მოვუმზადეთ: • არსებულ აბონენტებს, აპლიკაციაში MyCellfie, 2 მაისს...

დაწვრილებითDetails

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე

by მეგა TV
მაისი 1, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"