პუტინი დააფინანსებს ალბათ, ვინ უნდა დააფინანსოს? – “ქართულ ოცნებაში” “ხუმრობენ” კითხვაზე, ვინ დააფინანსებს მცირე ზომის პანსიონების მშენებლობას:
“ტელეეთერებით განცხადების გაკეთებულზე როდის იყო რომ რომელიმე ხელისუფლება ან რომელიმე მთავრობა რეაგირებდეს? როდესაც იქნება შესაბამისი მომართვა წერილობითი, სათანადო ფორმით, თუ იქნება ასეთი, რა თქმა უნდა მთავრობა ვიმსჯელებთ და კანონმდებლობის ფარგლებში გავცემთ პასუხს” – ამბობს უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური
ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დღის ცენტრად გადაკეთდება. როგორც მან აღნიშნა, დღის ცენტრი კვლავ ნინოწმინდის ტერიტორიაზე იქნება. ამ თემაზე მან მედიასთან სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.










