ნიუ-ჯერსიში ფილმს „მკვლელების ოთახს“ იღებენ. სადაც მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს. მას კი პარტნიორობას მისი ძველი კოლეგა, სემუელ ელ ჯექსონი უწევს. პაპარაცებმა მოახერხეს და 52 წლის უმა ერთი დღის განმავლობაში სამი სხვადასხვა „ლუქით“ გადაიღეს. მან ჯერ ყოველდღიური ტანისამოსი მოირგო, შემდეგ კი ის კლასიკური პიჯაკით, ჯინსის შარვლითა და უმშვენიერესი ზედათი ჩაანაცვლა.
„უზადო გემოვნება“, „საოცრად გამოიყურება“,– ასე აფასებენ ინტერნეტსივრცეში თურმანის ჩაცმულობას.