”მცირეწლოვანის გაუპატიურება __ დანაშაული, რომელიც მკვლელობაზე უარესია…
/დილიდან შეხვედრები, გადაღებები, მასალა სტატიისთვის, წიგნის ავტორთან მუშაობა, სასიამოვნო დაღლა…
ირგვლივ კორონა
და ეჭვშეუტანელი იმედი დედამიწის მალე გამოჯანმრთელებისა …
და /
შინისკენ მიმავალი ავტოსადგურზე საშინელ ინფორმაციას ვგებულობ:
✒50 წლამდე ასაკის ტაქსის მძღოლმა იმერეთის რეგიონში, 12 წლამდე გოგონა გააუბედურა თურმე” – წერს ჟურბალისტი გურანდა ცაგურია ფეისბუკზე.
გუშინ ცნობილი გახდა რომ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ხონში მამაკაცი დააკავეს.
როგორც ”მეგა ტვ”-თვის გახდა ცნობილი 9 წლის გოგო სკოლაში დაქირავებულ მძღოლს დაჰყავდა. ერთ დღეს ბავშვმა ბებიას უთხრა რომ მძღოლს აღარ გაჰყვებოდა, რადგან მამაკაცი მას გზაში უცნაურად ეფერებოდა.










