ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. – ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს
“როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა, ღვიძლის დაზიანება, და სხვა მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო” – უთხრეს გურიის მოამბეს ოზურგეთის მედალფას კლინიკაში.
სამი დაშავებული, ამ წუთისთვის “მედალფას” კლინიკაში იმყოფება სხვადასხვა სახის მოტეხილობებითა და ჭრილობებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – აცხადებენ კლინიკაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა, წუხელ, ოზურგეთი შემოქმედის გზის – სოფელ წითელმთის მონაკვეთზე მოხდა.
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანა-რომელშიც ახალგაზრდები ისხდნენ, ჯერ ბორდიურს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში სევარდა;
გარდაცვლილი, თბილისში მაცხოვრებელი, 16 წლის გოგონაა, რომელიც სოფელ გომში, აბაშმაძეების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა;
დაშავებულები, ერთი სოფელ წითელმთიდანაა, დანარჩენი ორი კი სოფელ გომიდან;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს









