5 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ შუადღის შემდეგ ეძებდნენ, ბერლინის პანკოვის რაიონის პარკში დანით მოკლული იპოვეს
უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა დაახლოებით 17:40 საათზე იპოვეს პანკოვის ბიურგერპარკში, თხების ვოლიერის მახლობლად, ბუჩქნარში.
მაშველებმა გოგონას რეანიმირება სცადეს, გამოაცოცხლეს იგი და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
გოგონა ბოლოს 14:45 საათზე ნახეს „Paule Park“-ში, შემდეგ კი იგი მოულოდნელად გაქრა. მას 100-ზე მეტი მაშველი და პოლიციელი მონაწილეობდა. ძებნის პროცესში ვერტმფრენი იყო გამოყენებული. ბიურგერპარკი, სადაც გოგონა იპოვეს, რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული „Paule Park“-იდან. პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია, გოგონა თავისით მივიდა იქ თუ მიიყვანეს.
პოლიცია ვარაუდობს, რომ გოგონა მოკლეს და აცხადებს, რომ დაკავებულია ეჭვმიჭანილი, გერმანულ-თურქული წარმოშობის 19 წლის ახალგაზრდა. მსხვერპლს გერმანულ-პოლონურ-თურქული ფესვები აქვს. პოლიცია დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ დაკავებული და მსხვერპლი ერთმანეთთან დაკავშირებული პირები არიან.
Bild-ის ცნობით, გოგონას დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა. ადგილი სადაც გოგონა იპოვეს, რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსზე შემოფარგლული და პროჟექტორებით განათებულია და მიმდინარეობს სამხილების ძებნა.










