18 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე (საბერძნეთის დროით 21:00 საათზე) 4,6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ როდოს ზღვის ტერიტორიაზე.
ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ფოკუსური სიღრმე 63,3 კმ შეადგენდა და მისი ეპიცენტრი სამხრეთ როდოსში, კატტავიას დასახლებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 24 კმ-ზე იყო.
მიწისძვრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.










