ნინი ნადირაძე მამას ეძებს, რომელიც ბოლოს სამტრედიაში, ზანდოს მთაზე, მონასტერში იმყოფებოდა. გოგონა საზოგადოების დახმარებას სთხოვს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,გამარჯობათ მეგობრებო ❤️ მამაჩემს ,გიგას (რიჟას) თითქმის ყველა იცნობთ . სამწუხაროდ ორ კვირაზე მეტია არ გამოჩენილა და ვერ ვუკავშირდებით. მეზობლების თქმით სახლი 28-29 ივლისს დატოვა. ტელეფონზე ზარი 4 აგვისტომდე გადიოდა,მაგრამ არ პასუხობდა და 4 აგვისტოს შემდეგ ტელეფონი გათიშულია. ჩემი ინფორმაციით ბოლოს იმყოფებოდა ზანდოს მთაზე მონასტერში , საიდანაც გზამდე ჩამოაცილეს..
თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ მომწეროთ პირად შეტყობინებაში ყველას მადლობა წინასწარ❤️” – წერს ნინი ნადირაძე სოციალურ ქსელში.










