ქობულეთში, 32 წლის კაპრალი, მევლუდ ბენდელიანი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ოჯახის თქმით, სნაიპერი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 13 წლის განმავლობაში მსახურობდა, რამდენინმე დღის წინ, სამსახურიდან დროზე ადრე დაბრუნდა, ოჯახი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და მომხდარის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს.
კაპრალი ქუთაისის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, ბენდელიანების თქმით, ის მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი, ოჯახს თავდაპირველად უთხრა, რომ სამსახური დატოვა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მევლუდ ბენდელიანი ხელმძღვანელობას სამი დღით დაეთხოვა.
ამის შემდეგ კაპრალი თურქეთში გადავიდა, იქიდან ქურთუკის გარეშე დაბრუნდა და სამ დღეში ის ტყეში, ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ტალახიანი დაბრუნდა სახლში, ეჭვი მაქვს, რომ ქუთაისში რაღაცა მოხდა. რატომ დაწერა განცხადება, რატომ ითხოვა, გათავისუფლება ოჯახური პრობლემების გამო ამაზე გამცენ პასუხი”- აცხადებს გარდაცვლლი ჯარისკაცის დედა.
მევლუდ ბენდელიანის მეუღლე “პირველებთან” ამბობს, რომ ქუთაისის სამხედრო ბაზიდან მევლუდი აღელვებული, ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა
გვითხრა, სამსახურიდან წამოვედიო, გაგვიკვირდა, ვიცოდით, რომ ასე უცებ წამოსვლას არ აპირებდა. ნასვამი, ანერვიულებული, არყის ბოთლით ხელში მოვიდა.
ბათუმიდან რომ დაბრუნდა, ქურთუკიც კი არ ეცვა, მოგვიანებით გვითხრა, რომ თურქეთში იყო”- აცხადებს მეუღლე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო, პოლიციამ გარდაცვლილის ცოლი და მამა გამოკითხა. “პირველების” ინფორმაციით, ამოღებულია მევლუდ ბენდელიანის მობილური ტელეფონი, რომელიც ოჯახის თქმით, კაპრალმა სახლში დატოვა.
წყარო:tvpirveli.ge