
31 ოქტომბერს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩში ქუთაისის “ტორპედო” რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გორის “დილას” უმასპინძლებს. მატჩი 17:15 საათზე აიღებს სტარტს. თამაშზე დასწრების მსურველებმა თან იქონიეთ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ (სწრაფი) ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. ფოტო _ FC Torpedo Kutaisi










