დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.