ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭაძის 50 ნომერში დღეს დილით აფეთქება მოხდა. კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქების შედეგად 74 წლის ქალი დაშავდა. როგორც ცნობილია, ასაკოვანი ქალი სახლში გაზის გამათბობელის ჩართვას ცდილობდა, რა დროსაც აფეთქება მოხდა.
საცხოვრებელი კოსპურსის ეზოში დაზიანებულია ავტომობილები. კორპუსიდან ევაკუირებულია 15 ოჯახი
რაც შეეხება 74 წლის ქალის ჯანმრთელბის მდგოამრეობას, ის ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
“74 წლის ქალბატონი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. პაციენტს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდება შესაბამისი მკურნალობა-მონიტორინგი.
ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე, თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს, ამიტომ ჯერჯერობით არ შემიძლია, ვთქვა როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სხეულის ფართობის 12% არის დაზიანებული” – განაცხადა კომბუსტიოლოგმა გიორგი აბესაძემ.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ ქალაქის მერი დავით ერემეიშვილი, უბნის მაჟორიტარი მიხეილ გიორგიგაძე და ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე. ქუთაისის მერია ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებლებში ქირით გადაიყვანს. მერია დაზარალებულ მოქალაქეებს საცხოვრებლით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე უზრუნველყოფს.
“ამ დილით მოხდა გაზის გაჟონვის ფაქტი, წინასწარი ვარაუდით, რამაც გამოიწვია აფეთქება. დაზიანებული არის კორპუსის მეხუთე სართული, სადაც უშუალოდ მოხდა ეს დაზიანება. ქალბატონი, მარტოხელა, რომელიც ცხოვრობდა ამ კორპუსში, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, უტარდება გამოკვლევები, კონტაქტური არის. მისგან მიღებული ინფორმაციით, გაზის გამათბობლის ანთებას ცდილობდა, როდესაც მოხდა აფეთქება.
ამ ეტაპისათვის და ვიზუალური დათვალიერებით აღინიშნება მხოლოდ ამ საცხოვრებელში დაზიანება. ახლა ადგილზე მუშაობს გაზის კომპანია, ადგილზე ცოტა ხანში მოვა უკვე სამხარაულის წარმომადგენელი, რომელიც დაადასტურებს ბინის მდგრადობას და რამდენი ოჯახის გაყვანა მოგვიწევს ამ ეტაპზე. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობთ, რომ 15 ოჯახი იქნება გასაყვანი, რომელსაც უკვე მოვუძიეთ სასტუმროები”, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.”
ქუთაისში მომხდარე აფეტქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქორგგაზი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ბინაში, სადაც აფეთქება მოხდა, წყლის გამაცხელებელი ქსელიდან ჩახსნილი და დალუქული იყო.
„ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.
აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.
თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე – 16 114“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ზუქაზე აფეტქების ადგილას დილიდან მუშაობდნენ მეხანძრე მაშველები, ადგილზე მობილიზიცებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია. აფეტქების ადგილას მუშაოებენ ექსპერ-კრიმინალისტები. კორპუსის მდგარობის შესახებ დასკვნას სამხარაულის ექსპერტიაზე დადებას.










