LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
3 კომპანია ქუთაისიდან, რომელიც ქართულ ტანსაცმელს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის

3 კომპანია ქუთაისიდან, რომელიც ქართულ ტანსაცმელს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდის

დაპოსტა 2024/02/15-ში
A A
419
ნახვა
გაზიარება

Top-10 კომპანიას შორის, რომელთაც ს 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელეს, 3 ქუთაისში მდებარეობს. მათ შორისაა:

  • სს „სამკერვალო კომპანია იმერი“, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობის ქართული წარმოების ტანსაცმელი გააქვს ექსპორტზე. კომპანია რეგისტრირებულია 1996 წელს. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის დირექტორი გიორგი ჩიხლაძეა. reportal.ge-ზე განთავსებული აღნიშნული კომპანიის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „იმერს“ ჰყავს 936 აქციონერი, საიდანაც 87,87%-ს ფლობს 10 აქციონერი. (1. სიმონიძე მაია – 14.86%; 2. გვენეტაძე ზაზა – 10.56%; 3. ხაჩიძე ლიანა – 10.36%; 4. ჩიხლაძე გიორგი – 10.34%; 5. აბულაძე ნანა, ნიკიფი მამუკა, ნიკიფი ზვიადი (თანამესაკუთრეები) – 10.34%; 6. ლომიძე უშანგი – 10.31; 7. ელბაქიძე ლელა – 6.07%; 8. სანოძე ცისანა – 5.03%; 9. კახიანი ინგა – 5%; 10. კახიანი ხათუნა – 5%)
  • შპს „ემჯიტექს“ საჯარო რეესტრში 2020 წელს არის რეგისტრირებული, ბოლო ინფორმაცია 2023 წელს განახლდა. ამ ინფორმაციის თანახმად, კომპანიის დირექტორი დავითი გრიგალაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე მარიამი გურგენიძე.
  •  შპს „ემ ეს ტექსტილეა“, კომპანია რეგისტრირებულია 2021 წლის ოქტომბერში. საჯარო რეესტრიის მონაცემების თანახმად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მურათ სარიქაიაა.

ათეულს „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს და საქსტატიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და ამ სიაში შედგიან:

 

  • შპს „BTM-TEXTILE“ 2006 წელს არის რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიას 3 დირექტორი ჰყავს. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი თურქეთის მოქალაქე ქენან აღირბაშია, მეორე ალი მურათ თურქმენი, რომელსაც ორმაგი – საქართველოს და თურქეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მესამე ზაფერ ვერალი, რომელსაც ასევე ორმაგი მოქალაქეობა აქვს (თურქეთი/საქართველო). აღნიშნული კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი თურქული სააქციო საზოგადოება ATKTEKSTIL SANAYI VE TECARET-ია.
  • შპს „აჭარა ტექსტილე“ იმ კომპანიების ათეულშია, რომელმაც გასულ წელს საქართველოდან ადგილობრივ ექსპორტზე დიდი რაოდენობის ტანსაცმელი გაიტანა. კომპანია რეგისტრირებულია 2008 წელს, ბოლო მონაცემებით, კომპანიას 4 დირექტორი ჰყავს: ორჰან ოღრუნჩი (თურქეთის მოქალაქე), – ონურ სეზერი (თურქეთის მოქალაქე), გია ლომინაძე და დათო ჯაიანი. კომპანიის მფლობელია თურქული ს.ს „აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთია“.
  • შპს „ოზურგეთი დენიმ“ იმ კომპანიების ჩამონათვალშია, რომელიც საქართველოში წარმოებულ დიდი რაოდენობით ტანსაცმელს საზღვარგარეთ ყიდის. კომპანია 2017 წელს დარეგისტრირდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე თურქეთის მოქალაქე ერქან ბაიქანია, ხოლო დირექტორი ასევე თურქეთის მოქალაქე ბირქან აქსუ.
  • შპს „ტუანა ტექსტილიც“ თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის. კომპანია 2017 წელს დარეგირტრირდა. 2023 წლის დოკუმენტების მიხედვით კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეც და დირექტორიც ბეჰზათ ფირათია.
  • შპს „ფაინტექს“ 2022 წელს არის რეგისტრირებული და ბოლო ინფორმაციაც იმავე წელს განახლდა. კერძოდ, კომპანიის დირექტორი დავით ჯინჭარაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე მუსტაფა სულეიმანი, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობა აქვს.
  • შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. რეესტრის ინფორმაციის თანახმად, კონპანიის 100%-იან წილს ფლობს სააქციო საზოგადოება იმთექს გიიმ სანაი ვე თიჯარეთ (თურქეთი), ხოლო დირექტორი თურქეთის მოქალაქე ალი შაჰინა.
  • შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ საქართველოში 2006 წლიდან ფუნქციონირებს, კომპანიის შესახებ ინფორმაცია 2023 წელს განახლდა, რომლის მიხედვითაც კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრეც და მეწილეც სალომე შარაძეა.

2023 წელს ტანსაცმლის ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა. გასულ წელს საქართველოში წარმოებული 141 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა ექსპორტზე, 2022 წელს კი 150 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების. ქართული წარმოების ტანსაცმელი ძირითადად თურქეთში, იტალიაში, ჩეხეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ბულგარეთში გავიდა.

ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული ტანსაცმლის ღირებულებამ 346 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტის ჩათვლით), საქართველოდან ჯამში 161 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა.

გაზიარება168

დაკავშირებული -პოსტები

ვერაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
AMBULANCE – რატომ აწერიათ სასწრაფო დახმარების ავტომობილებს წარწერა უკუღმა?
მთავარი

თბილისში, ვერაზე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.   ჩვენი ინფორმაციით, ცხედრებს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.   ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო....

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
აღმოაჩინეს გემი , რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა – რა იპოვეს არქეოლოგებმა
მთავარი

ხმელთაშუა ზღვაში მკვლევრებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის სავაჭრო გემის ნაშთები, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. XIII საუკუნეში ჩაიძირა. აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან ეს შესაძლოა ღრმა ზღვაში აღმოჩენილი უძველესი გემის ნამსხვრევები იყოს. გემი...

დაწვრილებითDetails

პარლამენტმა უფასო სასკოლო კვების ინიციატივა ავტორებს უკან დაუბრუნა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით იყო წარდგენილი. პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის შესაბამისი კომიტეტებისთვის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარ ქალი სცემა

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
დააკავეს კაცი, რომელმაც მეგობარ ქალი სცემა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს0ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში,  პანტიანის ტბის...

დაწვრილებითDetails

თანამშრომლებისა და ნათესავის პირადი მონაცემების გამოყენებით, სესხი გაააქტიურა და მოტყუებით დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაცია შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ნათესავის თანხმობის გარეშე, მათი პირადი...

დაწვრილებითDetails

თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა  იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე მოძრაობა იზღუდება

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
“ეს ახალი გზა ასევე განტვირთავს ქალაქ ზესტაფონს”-ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება....

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე 1 500 ლარით, ანა ბდეიანი კი 4 ათასი ლარით

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე 1 500 ლარით, ანა ბდეიანი კი 4 ათასი ლარით
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების, გაგა გოქსაძისა და ანა ბდეიანის სასამართლო პროცესები გაიმართა.  აქტივისტი ანა ბდეიანი 4 ათასი ლარით დააჯარიმეს,  ჟურნალისტი, პოეტი და სამოქალაქო აქტივისტი გაგა გოგსაძე კი1 500 ლარით დააჯარიმეს....

დაწვრილებითDetails

შიო მესამე – ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა
მთავარი

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის...

დაწვრილებითDetails

პატრიარქი – ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს მიწიერი მოვლენების გამო

by მეგა TV
სექტემბერი 21, 2026
0
” მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა”- მეუფე შიო
მთავარი

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"