LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდა

შიო მესამე – ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან

დაპოსტა 2026/09/21-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

ამასთან, პატრიარქის თქმით, “როდესაც ადამიანი მისი ცოდვებისგან გამოწვეულ სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ”.

“გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოველთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულებს, მათ შორის შობასაც, რადგან ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლის. ჩვენ მას ვადიდებთ, ვამბობთ და თაყვანს ვცემთ ამისთვის, რადგან ინება, რომ მისი წილმხვდომელი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში დედა ღვთისმშობელი გვმფარველობს ჩვენ და მისი მფარველობა დღესაც გრძელდება. ის მფარველობს ჩვენ ეკლესიას, ჩვენ ერს და ყოველ ჩვენგანს. დღეს ხარობს ცა და მიწა და ამ სიხარულზე გალობს წმინდა ეკლესია.

ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის ტროპარში წერია, „შობამან შენმა ღვთისმშობელო ქალწულო სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“- მთელ მსოფლიოს ეუწყება ეს სიხარული. სიხარული იმისა, რომ უფალმა მოავლინა დედა ღვთისმშობელი ამა ქვეყანას, რომელიც გახდა დედა განკაცებული ძე ღმერთისა სოფლის მხსნელისა. ჩვენ ძვირფასო დებო და ძმებო, როდესაც გვესმის ასეთი სიხარულის უწყება საეკლესიო დღესასწაულებზე, საეკლესიო ლოცვებში, ყოველთვის უნდა შევამოწმოთ ჩვენი თავი, რა გვიხარია, რა გვწყინს ვხარობთ თუ არა ჩვენ სულიერი სიხარულით, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ჩვენ ხშირად ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი. ვიმეორებ: ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს.

თქვენ, ალბათ, შეგიმჩნევიათ, საკმარისია გავიელვოთ გულში, უმართებულო სირცხვილი ჩვენი რწმენის გამო ან რაღაც გულცივობა და გულგრილობა გამომავლინოთ, ეს სიხარული შენში იკარგება, თითქოს მადლი გშორდება. მოძღვრები დამეთანხმებიან, ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას გულგრილად და გულცივად ძალიან შორს არის ეს ნამდვილი სინანულისაგან და ქრისტიანული განწყობისგან. ანდა ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები ამბობენ, ”არ მახსოვს ჩემი ცოდვები ან არაფერს ვცოდავ ისეთს“ – ვერ გრძნობენ თავის ცოდვებს.

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს უგრძნობელობა ძალიან მძიმე მდგომარეობა ყოფილა. მაგალითად, ღირსი ეფრემ ასურელი წერს, „ერიდეთ ამ გაქვავებულ უგრძნობლობას“ იმიტომ, რომ ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს ტკივილს თავისი ცოდვებისა და კარგავს ღვთის შიშს. ადამიანს როდესაც ფიზიკურად სტკივა, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ეს ტკივილი და ვცდილობთ განვიკურნოთ მალე, როდესაც ადამიანი სულიერ ტკივილს ვეღარ გრძნობს, მისი ცოდვებისგან გამოწვეულს, ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა ასეთი უგრძნობლობა. ამრიგად დღევანდელ დღეს ამაზე ვიფიქროთ.

თუ ჩვენთვის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული არის პირადი სიხარული ჩვენ ვართ სწორ გზაზე და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს, ჩვენ და ვერ ვგრძნობთ სულიერ სიხარულს. გონს უნდა მოვიდეთ, გამოვსწორდეთ და ვევედროთ უფალს, გვიხსნას ამ გაქვავებული უგრძნობლობისგან და გვასწავლოს, როგორ გვიხაროდეს და გვწყინდეს ისე, როგორც შეეფერება ქრისტიანულ ცხოვრებას“, – აღნიშნა პატრიარქმა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

ვაკეში მოკლული ვახტანგ ჩიქოვანია- პენსიონერის სიძის პირველი კომენტარი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მოკლული 80 წლამდე კაცი ვახტანგ ჩიქოვანია. მისი ახლობლები და ოჯახის წევრები ამ წუთებში ყიფშიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე იმყოფებიან. როგორც მოკლულის სიძე, დათო შელია მედიასთან ამბობს, ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძეზე იმ კორპუსში არ ცხოვრობს,...

დაწვრილებითDetails

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის მამაკაცია

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5927 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5928 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

“ნუ დამაბრალებთ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ მედავება” – პაატა მანჯგალაძ ეევა გოცირიძეს

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა – პაატა მანჯგალაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ინიციატივაზე
მთავარი

პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, პაატა მანჯგალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის მოსამართლე ევა გოცირიძეს მიმართავს, „ნუ დააბრალებენ იმას, რასაც სახელმწიფო ბრალდებაც კი არ ედავება“. როგორც პაატა მანჯგალაძე განმარტავს, არათუ 4 ოქტომბრის...

დაწვრილებითDetails

” თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან” -ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს....

დაწვრილებითDetails

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ქობულეთის ბრიგადამ კლინიკა „ევექსში” გადაიყვანა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა....

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 768 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის...

დაწვრილებითDetails

ვაკეში მკვლელობა მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაძე მოკლულია ერთი ადამიანი. მათივე ცნობით, ასევე დაჭრილია ორი პირი. ამ წუთებში ვაკეში კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული და პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული....

დაწვრილებითDetails

“დაველოდოთ გამოძიებას” – კახა კალაძე მეტროს ტენდერიდან 41 მილიონის მითვისების საქმეზე

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
ინერციით გუშინაც ერთად მივედით მე და ჩემი შვილი ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე- კახა კალაძე
მთავარი

ჩვენი შესაბამისი სამსახურების მოკვლევის შედეგად იქნა გადაგზავნილი მასალები შესაბამის უწყებაში, გამოძიება რომ დაწყებულიყო. ჩვენ საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ დარჩება! ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს...

დაწვრილებითDetails

14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა

by მეგა TV
ნოემბერი 18, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, კასპში 14 წლის მოსწავლემ თანაკლასელი ელექტროშოკით გათიშა . როგორც მოქალაქე გამოცემას უყვება, შემთხვევა გუშინ, სოფელ ზემო ხანდაკის სკოლაში, საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულები არიან მშობლები, ასევე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"