თბილისში, ვერაზე საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.
ჩვენი ინფორმაციით, ცხედრებს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.










