27 სექტემბერს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთ
დღიანი მარხვა.
ეს დიდი დღესასწაული მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის, სახელს უკავშირდება.
ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.
ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ, წმინდა ელენემ, იერუსალიმში უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი მოიძიეს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში მიწაში იყო დამარხული, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ კი მაცხოვრის ჯვარი ყველას დასანახად აამაღლა. ეს ფაქტი IV საუკუნის დასაწყისში მოხდა.
კონსტანტინე დიდი რომის პირველი იმპერატორი იყო, რომელმაც ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.










