ურეკში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მარნეულის სოფელ აღმამედლოს მკვიდრი, 21 წლის ელნურ ნაბიევია – ინფორმაციას ადგილობრივი მედია Marneuli News Ge ავრცელებს. შემთხვევა ურეკში გუშინ მოხდა.
4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, ოთხივე მათგანი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს თუმცა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის დაიღუპა.
დაბა ურეკის მერის წარმომადგენლის, დავით რობაქიძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა და შიშისგან გული გაუსკდა.










