LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

დაპოსტა 2026/06/19-ში
A A
893
ნახვა
გაზიარება

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ “მეგა ტვ”-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს დასრულდება.  სწორედ ამ პროცესს უკავშირდება ბოლო დღეებში გავრცელებული მძაფრი უსიამოვნო სუნი, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა დისკომფორტზე საუბრობს.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია “მეგა ტვ”-ის კითხვებზე გამოგზავნილ პასუხში წერს, მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაცია ოთხ თვეს გასტანს, მოსახლეობისთვის ყველაზე შემაწუხებელი ეტაპი, თვის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება, თუმცა მათივე მტკიცებით დამატებით დისკომფორტს აღარ შექმნის. კომპანია განმარტავს რა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელზე და რა რისკები შეიძლებოდა შეექმნა პროეცესის გადავადებას. კომპანიის განმარტებით, მიმდინარე სამუშაოების მიზანი ნაგავსაყრელის უსაფრთხო ექსპლუატაციის გაგრძელება და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაა. მათი თქმით, რეაბილიტაციის გარეშე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდებოდა.

“მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ევალება არსებული, ძველი, ფაქტობრივად, ისტორიული ნაგავსაყრელების მართვა ნარჩენების განთავსების ახალი, თანამედროვე ტიპის ობიექტის აშენებამდე. შესაბამისად, არსებული ნაგავსაყრელები, პერიოდულად საჭიროებს რეაბილიტაციას, რაც ემსახურება ნაგავსაყრელის საციცოცხლო რესურსის გახანგრძლივებას. იმ შემთხვევაში, თუკი ნაგავსაყრელს არ ჩაუტარდება საჭირო სამუშაოები, ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტისთვის გაცილებით მძიმე შედეგები ნარჩენების მართვის კუთხით. რეაბილიტირებულ ნაგავსაყრელს ექსპლუატაციის ვადა აქვს, მაქსიმუმ, ორ წლამდე.

უსიამოვნო სუნის გავრცელების მიზეზს წარმოადგენს ნიკეას ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია. ამჟამად, მიმდინარეობს რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავს უშუალოდ ნარჩენების განთავსების უჯრედის ზედაპირის სისწორეში მოყვანას, ფორმირებას და მის გადაფარვას საიზოლაციო მასალით. იმისათვის, რომ სუნის გავრცელება მაქსიმალურად თავიდან იქნეს აცილებული, ზედაპირის გასწორების შემდეგ, მიმდინარეობს ფრაგმენტული გადაფარვა, თუმცა აღნიშნული პროცესი არ იძლევა უსიამოვნო სუნის სრულად შეკავების  შესაძლებლობას. 

სამშენებლო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 11 მაისს. მშენებელი კომპანიის ობიექტზე შესვლა განხორციელდა იმავე დღეს. რეაბილიტაციის პერიოდი მოიცავს 4 თვეს. პირველი ეტაპი გულისხმობს, პოლიგონის ფორმირებასა და საიზოლაციო ფენით გადაფარვას, რაც იწვევს არასასიამოვნო სუნის გავრცელებას. აღნიშნული პროცესი  დასრულდება მიმდინარე თვის ბოლოს, რაც შექმნილ დისკომფორტს აღმოფხვრის. შემდგომი ეტაპის სამუშაოები მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელი აღარ იქნება.

ძველი ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია გულისხმობს, რომ შემდგომი ექსპლუატაციის  პერიოდში, მაქსიმალურად იქნეს დაცული გარემო დაბინძურებისგან, მათ შორის მინიმუმამდე იქნას დაყვანილი უსიამოვნო სუნის გავრცელება.” – ნათქვამია საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია მიერ “მეგა ტვ”-თვის მოწერილ წერილში. 

“მეგა ტვ” ასევე დაინტერესდა რამდენად შეესაბამება ნაგავსაყრელის მართვის მიმდინარე პროცესი გარემოსდაცვით და სანიტარულ ნორმებს, განსაკუთრებით უსიამოვნო სუნის კონტროლის მიმართულებით? ჩატარდა თუ არა ჰაერის ხარისხის/ემისიების მონიტორინგი ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე და რა შედეგები აჩვენა?

“მაქსიმალურად დაცულია სანიტარული და გარემოს დაცვითი ნორმები, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი, თავისი შინაარსით, წარმოადგენს გარკვეული სახის დისკომფორტის შექმნის საფუძველს, რაც, ძირითადად, უსიამოვნო სუნის გავრცელებას უკავშირდება. 

ყველა ნაგავსაყრელს კომპანია ოპერირებას უწევს შესაბამისობაში მოყვანის გეგმებში გაწერილი ვალდებულებებით. შესაბამისობაში მოყვანის გეგმა განსაზღვრავს ისტორიული ნაგავსაყრელების ოპერირების გეგმას. აქედან გამომდინარე, რეგულარულად ტარდება, როგორც ჰაერის, ასევე წყლის ხარისხის კონტროლი. რომელიც ნაგავსაყრელის ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ყოველთვის შეესაბამება ნორმებს.” – აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში.

მაშინ, როცა მოსახლეობა არსებული პრობლემების მოგვარებას წლებია ელოდება, “მეგა ტვ” დაინტერესდა რა ეტაპზეა ახალი თანამედროვე ნაგავსაყრელის მოწყობის დაპირება, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს გასცა.  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ რომ, პროექტი ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზეა. ახალი ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის მზადყოფნა კი 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი.

“დღეისათვის, მიმდინარეობს ნარჩენების განთავსების თანამედროვე ტიპის ახალი ობიექტის მოსაწყობად ტერიტორიის შერჩევა, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა კვლევების ჩატარება. კვლევების შედეგების საფუძველზე, დაიწყება საპროექტო სამუშაოები. აღნიშნული  პროექტი განხორციელდება სამი წლის განმავლობაში. 2026 წელს დაგეგმილია საკონსულტაციო კომპანიის დაქირავება, რომელიც ჩაატარებს კვლევებს და მოამზადებს პროექტს, რასაც დასჭირდება, დაახლოებით, ერთი წელი. 2028-2029 წლები იქნება ობიექტის მშენებლობის პერიოდი, 2030 წლისთვის თანამედროვე ტიპის ობიექტი მზად იქნება ოპერირებისთვის. ამასთან, ობიექტი აშენდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და გათვალისწინებული იქნება გადამუშავების კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს განსათავსებელი ნარჩენების რაოდენობას.” – განუცხადეს “მეგა ტვ”-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში.

ნიკეას ნაგავსაყრელი მრავალი წელია პრობლემაა მოსახლეობისთვის. ამ უბნის მცხოვრებლები ნარჩენებისგან წარმოქმნილ უსიამოვნო სუნზე წლებია საუბრობენ. ამბობენ, რომ სუნი დაკეტილ ფანჯრებშიც აღწევს, რაც ცხოვრებას აუტანელს ხდის. საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივებმა წლების განმავლობაში არაერთი აქცია გამართეს და ნაგავსაყრელის დახურვა არაერთხელ მოითხოვეს.

ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვის დაპირებიდან 12 წელია გასული,  მაგრამ ახალი ნაგავსაყრელი დღემდე არ აშენებულა, მეტიც, ჯერ ადგილიც არ არის შერჩეული, სადაც ახალ პოლიგონს მოაწყობენ.

გაზიარება357

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"