
1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ-პელე. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, პელე საუკეთესო საჩემპიონატო ბომბარდირია, 541 გატანილი ბურთით,სულ, მას 1281 გოლი აქვს გატანილი 1363 მატჩში. ფეხბურთში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თავის მშობლიურ ბრაზილიაში, პელე ეროვნულ გმირად მიიჩნევა.









