LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“2,3 მლნ ვიზიტორიდან, სუფთა ტურისტი არ იქნებოდა ალბათ, 800 ათასზე მეტი, რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, როგორ უნდა დავითვალოთ ნამდვილი ტურისტი”

“2,3 მლნ ვიზიტორიდან, სუფთა ტურისტი არ იქნებოდა ალბათ, 800 ათასზე მეტი, რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, როგორ უნდა დავითვალოთ ნამდვილი ტურისტი”

დაპოსტა 2023/07/31-ში
A A
21
ნახვა
გაზიარება
„სასტუმროები, 2021-22 წლებთან შედარებით გაძვირდა, შესაბამისად, უნდა მომატებულიყო დღიური ხარჯვითი წილიც (ტურისტების) და არ მომატებულა. პირიქით, დაიკლო. ამას მივყავართ ლოგიკამდე, რომ სწორად არ არის დათვლილი. თუ იმასაც შევხედავთ რომ ტოპ-3-ეულში არის ის ქვეყნები, რომელთანაც სახმელეთო მიმოსვლა გვაქვს, ეს უკვე კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს, რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, როგორ უნდა დავითვალოთ ნამდვილი ტურისტი“,- ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ ისაუბრა.

მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო ვიზიტორების დიდი რაოდენობა, რეალურ სურათს არ შეესაბამება, რადგან ყველა ადამიანი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე 24 საათზე მეტხანს გაჩერდა, ტურისტი არ ყოფილა.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I-II კვარტალში, საქართველოში 2,860 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი დაფიქსირდა, აქედან 1,930 მლნ ტურისტული ვიზიტი იყო, ხოლო 599 ათასი ერთდღიანი.

„პანდემიამდე ჩვენ ყველას ძალიან გვიხაროდა ევროპის მარკეტის გააქტიურება, იმიტომ, რომ ევროპელი არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მოგზაური და გარდა ამისა, ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი. ამასთან, არის კარგად დაგეგმილი, 2022 წელს ზუსტად იცის, რომ 2024 წელს უნდა იმუშაოს… ანუ, მათზე დაყრდნობით შეგიძლია გამოთვალო საკუთარი ბიზნეს რისკები, ამიტომ ძალიან კარგია ევროპელი ტურისტი.

მართალია, ძალიან ვეცადეთ ბერლინის გამოფენაზეც და საერთაშორისო სხვა გამოფენებზეც, მაგრამ გვინდა თუ არა, ჩვენ მოვიაზრებით რეგიონად, სადაც არის კონფლიქტური სიტუაცია. აქედან გამომდინარე, არ უნდათ. ეს არის ხალხი, რომელიც მიჩვეულია უსაფრთხო ცხოვრებას, მათთვის ტოპ პრიორიტეტია უსაფრთხოება, ამიტომ, თუ ფიქრობენ, რომ სადმე მათ მოგზაურობას შეიძლება საფრთხე შეექმნას, ასეთ მიმართულებებს დიდად არ ირჩევენ. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ ძალიან შეგვიმცირდა ევროპიდან შემოსული ხალხი.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ჩაიხსნა ძალიან ბევრი ჯგუფები. მაგრამ რასაც ვუყურებთ, ომი რამდენი ხანია მიმდინარეობს, ჩვენამდე არც მოსულა და იმედია, არც მოვა, მიუხედავად ამისა, ჯავშნები მაინც შემცირებულია ევროპის მხრიდან. სამაგიეროდ, გააქტიურებულია აზიური ბაზარი, გააქტიურდნენ ჩვენი მეზობლები. თუმცა ჩვენი მეზობლებიდანაც და სხვათა შორის, უკრაინიდანაც ცოტა უცნაურია, ექსპატი ვინ არის და მოგზაური ვინ არის – მაგის გარკვევა. ჯერ ერთი წელი არ არის, რაც ქვეყანაში შემოსვლა დაიწყეს და ტურისტი არის ის, ვინც რომელიღაც ქვეყანაში 24 საათიდან 1 წლამდე ვადით ცხოვრობს, საიდანაც ფინანსურ სარგებელს არ იღებს. ეს არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურისტის განმარტება. თემა ის არის, რომ ესენი რომ შემოდიან, შემოსავალს და სარგებელს აქვე იღებენ, მუშაობენ, რაღაცას ხსნიან. ისინი უკვე არ ითვლებიან ტურისტებად, მერე რა, რომ მათ არ აქვთ ქართული პასპორტი და ერთ წელზე ნაკლები დროა, რაც საქართველოში ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, სტატისტიკაში ეს ცდომილებას მოგვცემს, და ძალიან დიდს.

ჩემი გამოთვლით, 2,3 მლნ ვიზიტორიდან, სუფთა ტურისტი არ იქნებოდა ალბათ, 800 ათასზე მეტი. პირველ ადგილებზე არიან თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, რომლებთანაც სახმელეთო მიმოსვლა გვაქვს. თქვენ იცით, საკმაოდ ცუდი მდგომარეობაა ჩვენს გზებზე და შესაბამისად, ვინც გაჩერდა ჩვენთან 24 საათზე მეტი, ყველა ჩაითვალა ტურისტად. მარტო ეს ხალხი რომ გამოვაკლოთ… არ არსებობს, თურქეთიდან ამდენი ტურისტი არ გვყავს. არ ითვლება ტურისტად ის ადამიანი, ვინც გადმოდის სარფიდან, რაღაც თავის საქმეს გააკეთებს, მერე ვერ მოასწრებს, რჩება ერთი დღე და უკან მიდის. ისევე, როგორც ის ტრაილერის მძღოლი…

შემოსავლებში ეს ნახეთ როგორ აისახება, თუ 2015-16 წლებში ერთი ტურისტის მიერ დახარჯული თანხა დაახლოებით, 63-64 დოლარი იყო (დღიურად) მერე ეს ჩამოვიდა 59 დოლარამდე, ახლა კიდევ უფრო ქვემოთ წამოვა. ანუ, თუ ჩვენ ჩვეულებრივ ვიზიტორსაც, რომელიც საერთოდ არ ხარჯავს ფულს (უბრალოდ შემოვიდა, გზა გაიარა და გავიდა), და ტურისტს ერთმანეთში ავურევთ, ამის ხარჯვით წილი გადანაწილდება ჩვეულებრივ ვიზიტორზეც და შემცირდება. ესეც ერთ-ერთი ლაკმუსის ქაღალდია, როგორ შეიძლება გავარკვიოთ ნამდვილად მოგზაური იყო თუ არა. იმიტომ, რომ სასტუმროები, 2021-22 წლებთან შედარებით გაძვირდა, შესაბამისად, უნდა მომატებულიყო დღიური ხარჯვითი წილიც და არ მომატებულა. პირიქით, დაიკლო. ამას მივყავართ ლოგიკამდე, რომ სწორად არ არის დათვლილი. თუ იმასაც შევხედავთ, რომ ტოპ-3-ეულში არის ის ქვეყნები, რომელთანაც სახმელეთო მიმოსვლა გვაქვს, ეს უკვე კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებს, რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი, როგორ უნდა დავითვალოთ ნამდვილი ტურისტი და განვასხვაოთ ვიზიტორისგან და ტრანზიტით მოსარგებლისგან, რომელიც აქ ერთ ღამეს გაათევს“,- აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
პატარა ანგელოზი ცის სასუფეველს შეუერთდა – ცნობილია ავარიაში დაღუპული ბავშვის ვინაობა
მთავარი

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა. „ბაგა ბაღ „სანშაინს“ უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს. ჩვენს ბაღს მისი პატარა ანგელოზი, სანი, მოაკლდა. დღეს გლოვობს არა მხოლოდ ჩვენი ბაღი და ჯგუფი „ცისარტყელა“....

დაწვრილებითDetails

ლოცა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

28 სექტემბერს ალავერდობაა. 13 ასურელი მამათაგანის იოსებ ალავერდელის ხსენების დღე. ტროპარი იხარებს დღეს დღესასწაულსა შენსა ერი ქართველთა და თაყუანის-ცემასა შესწირვენ ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი მამაი, მზრუნველი და მეოხი, და შეიცვენ...

დაწვრილებითDetails

 დღეს ალავერდობაა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ალავერდის ეპარქია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დღეს ალავერდობაა - მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, იოსებ ალავერდელის ხსენებას აღნიშნავს. განსაკუთრებულია ზეიმია ალავერდის მონასტერში - მიტროპოლიტმა დავითმა, ეპარქიის წარმომადგენლებთან ერთად ღამისთევის მსახურება აღავლინა. დღესასწაულთან დაკავშირებით ალავერდში მორწმუნეები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"