LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა

2026 წლიდან გაზრდილ ხელფასს დეპუტატების გარდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც მიიღებენ

დაპოსტა 2026/01/06-ში
A A
77
ნახვა
გაზიარება

2026 წლიდან გაზრდილ ხელფასს პარლამენტის წევრების გარდა, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებიც მიიღებენ.

სახელმწიფო უწყებებში ხელფასების სულ მცირე 10%-იანი ზრდა 2026 წლის ბიუჯეტმა განაპირობა, რომლის საფუძველზეც საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 600 ლარით განისაზღვრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის აპარატის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ახალი ბრძანება გამოსცა, რომელიც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

აღნიშნული ბრძანების მიხედვით, ყველაზე მაღალ – 11 200 ლარიან თვიურ ანაზღაურებას პარლამენტის აპარატის უფროსი მიიღებს. პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილის (სამი მოადგილე) ხელფასი – 10 400 ლარი იქნება, აპარატის უფროსის თანაშემწეების ანაზღაურება კი – 3 520 ლარი. ამავე ბრძანებით, 3 520 ლარით განისაზღვრება აპარატის უფროსის მოადგილის თანაშემწეების ხელფასი.

2026 წლიდან 9 600 ლარი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის თვიური თანამდებობრივი სარგო, 7 200 ლარი – პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილის ხელფასი, 7 040 ლარი – თანაშემწეების, ხოლო 4 480 ლარი – მთავარი სპეციალისტების ანაზღაურება. შალვა პაპუაშვილის ბრძანების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში 17 პირია დასაქმებული.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებითვე, პირველი ვიცე-სპიკერის სამდივნო რვა თანამშრომლით არის წარმოდგენილი. სამდივნოს უფროსის ხელფასი 7 040 ლარი იქნება, თანაშემწეების – 6 400 ლარი, მთავარი სპეციალისტების – 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 3 520 ლარი და უფროსი სპეციალისტის – 2 880 ლარი.

რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერების სამდივნოებს, სამდივნოს უფროსს 6 400 ლარიანი ხელფასი ექნება, მთავარ სპეციალისტს – 4 480 ლარი, ხოლო უფროსს სპეციალისტს – 2 880 ლარი.

ანალოგიური ოდენობებით განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო.

ბოლო ცვლილებებით, პარლამენტის დეპარტამენტებში არსებული განყოფილებები სამმართველოებად გადაკეთდა. დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 9 600 ლარი იქნება, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – 7 200, სამმართველოს უფროსის – 6 400 ლარი, მთავარი სპეციალისტების – 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 3 520 ლარი, უფროსი სპეციალისტის – 2 880 ლარი.

რაც შეეხება პარლამენტის კომიტეტების აპარატებს, 2026 წლიდან აპარატის უფროსის ყოველთვიური ხელფასი – 6 400 ლარი იქნება, აპარატის მთავარი სპეციალისტის – 4 480 ლარი, წამყვანი სპეციალისტის – 3 520 ლარი, უფროსი სპეციალისტის – 2 880 ლარი, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწის ხელფასი – 3 520 ლარი.

დეპუტატების თანაშემწეების ხელფასი 2 880 ლარი იქნება. შალვა პაპუაშვილის ბრძანების გათვალისწინებით, პარლამენტის მანდატურთუხუცესი 2026 წლიდან 9 600 ლარიანი ანაზღაურებას მიიღებს.

პარლამენტის აპარატის საშტატო ნუსხის თანახმად, პარლამენტის აპარატში 650 პირი იქნება დასაქმებული. მათგან 4 სახელმწიფო მოსამსახურეა, 313 – პროფესიული საჯარო მოხელე, 166 – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო 167 – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლებიც ყოველთვიურ ანაზღაურებას შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად იღებენ.

გაზიარება31

დაკავშირებული -პოსტები

შავი ბუზები საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ ძლიერ ალერგიაზე

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.   "შავი ბუზები საქართველოში: პატარა მწერი - ძლიერი ალერგიული რეაქცია !   შავი ბუზები, ანუ Simuliidae, ძალიან მცირე ზომის, სისხლმწოვი მწერებია. საქართველოში მათი...

დაწვრილებითDetails

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა  სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა
მთავარი

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა - ამის შესახებ განცხადება მან  საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, მოძრაობას "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე"...

დაწვრილებითDetails

ჩემმა თამარიმ დაგვტოვა… – რას წერს გარდაცვლილი ორსულის მეუღლე

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ჩემმა თამარიმ დაგვტოვა… – რას წერს გარდაცვლილი ორსულის მეუღლე
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი 6 თვის ორსულის, თამარ ურჩუხიშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩემმა თამარიმ დაგვტოვა... პანაშვიდი 26 - 27 ივლისს, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა 38, მეცხრე სართული,...

დაწვრილებითDetails

ტრაგეფია სოჭში – გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
გომისმთაზე ორი ადამიანი დაშავდა -მანქანა ხრამში გადავარდა
მთავარი

სოჭში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი ემსხვერპლა. 26 ივლისს, გვიან საღამოს, ავტომობილ Toyota Land Cruiser-ის მძღოლი დიდი სიჩქარით გვირაბის კედელს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში რვა ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
3 თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1436 ადამიანიდან, 1030 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა
მთავარი

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ სიხარულიძე წერს და მოქალაქეებს აფრთხილებს.   მისი თქმით, ნარკოტიკი ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე, ხოლო მისი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"