LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

შავი ბუზები საქართველოში – რა უნდა ვიცოდეთ ძლიერ ალერგიაზე

დაპოსტა 2026/07/28-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

 

“შავი ბუზები საქართველოში: პატარა მწერი – ძლიერი ალერგიული რეაქცია !

 

შავი ბუზები, ანუ Simuliidae, ძალიან მცირე ზომის, სისხლმწოვი მწერებია. საქართველოში მათი რამდენიმე სახეობა არის გავრცელებული. განსაკუთრებით გვხვდება ჩქარი მდინარეებისა და ნაკადულების სიახლოვეს.

 

მეტი სიფრთხილეა საჭირო: მთისა და მთისწინა მდინარის ხეობებში, ტყიან ხევებსა და ნაკადულებთან, ჩანჩქერებისა და სწრაფი დინების მქონე წყლების სიახლოვეს, მდინარისპირა დასასვენებელ და საპიკნიკე ადგილებში. კოღოებისგან განსხვავებით, მათ გასამრავლებლად დამდგარი წყალი არ სჭირდებათ.

 

საქართველოში ნაკბენის რისკი ყველაზე მაღალი ზუსტად ზაფხულის თვეებშია. შავი ბუზების რაოდენობა ხშირად იზრდება უხვი ნალექისა და მდინარეებში წყლის დონის მატების შემდეგ.

 

შავი ბუზი კანს უბრალოდ არ ჩხვლეტს. იგი პირის აპარატით კანის ზედაპირს აზიანებს და გამოყოფს ნერწყვს, რომელიც შეიცავს სისხლის შედედების შემაფერხებელ და ანთების გამომწვევ ნივთიერებებს.

 

ყველაზე ხშირი ალერგიული რეაქციებია: ძლიერი ქავილი და წვის შეგრძნება, მტკივნეული წითელი გამონაყარი; ადგილობრივი შეშუპება და კანის გაცხელება; დიდი ზომის შეწითლებული და შეშუპებული უბანი; წერტილოვანი სისხლჩაქცევები, მოლურჯო-მეწამული ლაქები ან ბუშტუკები. რეაქცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე, ზოგჯერ კი რამდენიმე კვირაც.

 

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ე.წ. შავი ბუზის ცხელება: თავის ტკივილი, ტემპერატურის მატება, სისუსტე, გულისრევა, სახსრების ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება. იშვიათად შეიძლება განვითარდეს გენერალიზებული ჭინჭრის ციება; სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება; ხიხინი ან სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის დაცემა; ანაფილაქსია, რომლის დროსაც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

 

დაცვისთვის რეკომენდებულია მდინარისა და ნაკადულის სიახლოვეს ღია ფერის, გრძელსახელოებიანი ტანსაცმლისა და გრძელი შარვლის გამოყენება. დაუფარავ კანზე შეიძლება გამოიყენოთ რეგისტრირებული რეპელენტი, რომელიც შეიცავს DEET-ს ან პიკარიდინს, გამოყენების ინსტრუქციის დაცვით.

 

ნაკბენის ადგილი დაიბანეთ წყლითა და საპნით, გამოიყენეთ ცივი კომპრესი და არ მოიფხანოთ კანი, რადგან დაზიანებულ უბანზე შეიძლება მეორადი ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. გამოხატული ან/და გახანგრძლივებული რეაქციის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ალერგოლოგს.

 

!! გვახსოვდეს, რომ ბუზის პატარა ზომა უსაფრთხო ნაკბენს არ ნიშნავს: შავი ბუზის მრავლობითმა ნაკბენმა შეიძლება საკმაოდ ძლიერი ადგილობრივი და ზოგჯერ სისტემური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს !”,-წერს კამკამიძე.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა  სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა
მთავარი

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად სიწმინდეების დასაცავად მოძრაობა დააფუძნა - ამის შესახებ განცხადება მან  საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მათი თქმით, მოძრაობას "მყისიერი რეაგირება ექნება სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე"...

დაწვრილებითDetails

ჩემმა თამარიმ დაგვტოვა… – რას წერს გარდაცვლილი ორსულის მეუღლე

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ჩემმა თამარიმ დაგვტოვა… – რას წერს გარდაცვლილი ორსულის მეუღლე
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი 6 თვის ორსულის, თამარ ურჩუხიშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩემმა თამარიმ დაგვტოვა... პანაშვიდი 26 - 27 ივლისს, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩა 38, მეცხრე სართული,...

დაწვრილებითDetails

ტრაგეფია სოჭში – გარდაცვლილია 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
გომისმთაზე ორი ადამიანი დაშავდა -მანქანა ხრამში გადავარდა
მთავარი

სოჭში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი ემსხვერპლა. 26 ივლისს, გვიან საღამოს, ავტომობილ Toyota Land Cruiser-ის მძღოლი დიდი სიჩქარით გვირაბის კედელს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში რვა ადამიანი...

დაწვრილებითDetails

ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

აჭარაში ავარია მსხვერპლით დასრულდა. ბათუმის შემოვლით გზაზე, ხელვაჩაურის მონაკვეთზე, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები იმყოფებიან. როგორც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
3 თვეში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1436 ადამიანიდან, 1030 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა
მთავარი

საქართველოში ახალი მკვლელი ნარკოტიკი გამოჩნდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ზურაბ სიხარულიძე წერს და მოქალაქეებს აფრთხილებს.   მისი თქმით, ნარკოტიკი ინტენსიურად იყიდება ტელგრამ არხებზე, ხოლო მისი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის...

დაწვრილებითDetails

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
მთავარი

რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
კლინიკაში 6 თვის ორსული გარდაიცვალა – დაწყებულია გამოძიება
მთავარი

თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში 6 თვის ორსული, თამარ ურჩუხიშვილი გარდაიცვალა. გარდაცვლილი წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან იყო.   ურჩუხიშვილის ახლობლები ჰყვებიან, რომ ქალი კლინიკაში თავდაპირველად მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს, სადაც ერთი...

დაწვრილებითDetails

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"