LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელი პროდუქტი გაძვირდა ყველაზე მეტად – საქსტატი

2022 წელს პროდუქტებზე მსოფლიო ფასები 14,3%-ით გაიზარდა – FAO

დაპოსტა 2023/01/09-ში
A A
68
ნახვა
გაზიარება

2022 წელს პროდუქტებზე მსოფლიო ფასები 14,3%-ით გაიზარდა – ამის შესახებ აღნიშნულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშში.

 

დეკემბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 132.4 პუნქტს შეადგენდა, რაც ნოემბრთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ ინდექსი უკვე ცხრა თვეა კლებულობს. 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 1%-ით ნაკლები იყო.

 

„დეკემბერში ინდექსის კლება ნოემბერთან შედარებით განპირობებული იყო მცენარეულ ზეთზე მსოფლიო ფასების მკვეთრი ვარდნით, მარცვლეულსა და ხორცზე ფასების კლებასთან ერთად. თუმცა ეს პროცესები ნაწილობრივ აანაზღაურა შაქარსა და რძის პროდუქტებზე ფასების ზომიერმა ზრდამ“, – ნათქვამია FAO-ს მიმოხილვაში.

 

მარცვლეულის ფასების ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 1,9%-ით შემცირდა, თუმცა 4,8%-ით მეტი იყო 2021 წლის დეკემბერთან შედარებით. 2022 წლის ბოლოს მარცვლეულის ფასების ინდექსმა მიაღწია ახალ რეკორდს (154,7 პუნქტი), რაც 17,9%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. 2022 წელს სიმინდისა და ხორბლის მსოფლიო ფასებმა ახალ რეკორდულ დონეს მიაღწია და 2021 წლის საშუალო ფასებზე, შესაბამისად, 24.8%-ით და 15.6%-ით მეტი იყო.

 

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 6,7%-ით შემცირდა და 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა. ეს გამოწვეულია მსოფლიოში პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთების კოტირების ვარდნით – განმარტებულია მიმოხილვაში. გარდა ამისა, მცენარეული ზეთების მსოფლიო ფასის შემცირებას ხელი შეუწყო ნედლ ნავთობზე ფასების შემცირებამ.

 

მთლიანად კი 2022 წელს მცენარეულ ზეთებზე ფასების ინდექსმა 187,8 პუნქტი შეადგინა, რაც 13,9%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.

 

ამასთან, 5-თვიანი კლების შემდეგ, დეკემბერში 1,1%-ით გაიზარდა რძის პროდუქტების ფასების ინდექსი ნოემბერთან შედარებით. 2022 წლის ბოლოს ინდექსმა 142,5 პუნქტი შეადგინა, რაც 19,6%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1990 წლის შემდეგ.

 

დეკემბერში ხორცის ფასების ინდექსი ნოემბრის მაჩვენებელს 1,2%-ით ჩამორჩება, თუმცა წლიურ ჭრილში ზრდა 2,5%-ია. „დეკემბერში ინდექსის კლება განპირობებული იყო საქონლისა და ფრინველის ხორცზე მსოფლიო ფასების ვარდნით, რაც ნაწილობრივ კომპენსირდება ღორისა და ცხვრის ხორცზე ფასების ზრდით“, – ნათქვამია მიმოხილვაში. 2022 წლის ბოლოს კი ხორცის ფასების ინდექსმა 118,9 პუნქტი შეადგინა, რაც 10,4 პუნქტით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

 

შაქრის ფასის ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 2,4%-ით გაიზარდა. ზრდა გრძელდება მეორე თვეა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფასებმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. 2022 წლის ბოლოს ინდექსმა 114,5 პუნქტი შეადგინა, რაც 4,7%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ.

 

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი არის შეწონილი საშუალო, რომელიც აკონტროლებს საერთაშორისო ფასების მოძრაობას საკვები პროდუქტების ხუთი ძირითადი ჯგუფისთვის.

გაზიარება27

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"