LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ქართული ოცნების” ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება

2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

დაპოსტა 2024/08/13-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია.

„9 აგვისტოს, „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან ჩაწერა.

ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. თუმცა, ჟურნალისტის კითხვებიდან და პოზიციონირებიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ და კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ მედიას არა ამ დასკვნის საზოგადოებისთვის გახსენების სურვილი, არამედ სრულიად საპირისპირო მიზანი ამოძრავებდა. „რადიო თავისუფლებას“ სურდა, ჰაიდი ტალიავინისგან მიეღო ახალი, განსხვავებული პოზიცია აგვისტოს ომის შესახებ, რაც წლების წინ დაწერილ უმძიმეს დასკვნას გააფერმკრთალებდა. თუმცა, ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა.

აგვისტოს ომზე დასკვნის მომზადება ტალიავინს ევროკავშირმა დაუკვეთა და შვეიცარიელი დიპლომატი ომთან დაკავშირებულ მტკიცებულებებს სწორედ ამ უმაღლესი მანდატით აგროვებდა. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ერთიან დასკვნას დაეთანხმნენ როგორც რუსეთი, ისე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რითაც დასკვნაში მოცემული ფაქტების უტყუარობა ორივე მხარემ დაადასტურა.

რუსეთის მიერ დოკუმენტზე დათანხმება სრულიად გასაგებია, რადგან დასკვნაში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ქართული მხარის მიერ დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე პასუხად შეფასდა. მეტიც, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთს ჰქონდა სამართლებრივი უფლება შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ის, რომ რუსეთს სამხედრო ინტერვენციის სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილის ქმედებებმა შეუქმნა, ტალიავინიმ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც მკაფიოდ გაიმეორა. მეტიც, ტალიავინიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოში შემოსვლის საგანგებო ლეგიტიმაცია სამშვიდობო ძალებზე თავდასხმამ მიანიჭა, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ქართული მხარის მიერ დადასტურებული მანდატით მოქმედებდნენ. ეს გარემოება სწორედ ტალიავინის ბოლო ინტერვიუდან გახდა აქტუალური, რადგან ამ საკითხზე აქამდე ყურადღება არცერთ შემფასებელს არ გაუმახვილებია.

რუსეთის პოზიციისგან განსხვავებით, სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებს არავითარი ახსნა არა აქვს. ტალიავინის დასკვნის თანახმად, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ 7 აგვისტოს განახორციელა მასირებული შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალზე. ამით, მან რუსეთის ფედერაციას შეუქმნა საქართველოში შემოჭრის სამართლებრივი საფუძველი, რითაც რუსეთმა ისარგებლა კიდეც და საპასუხო სამხედრო ოპერაციის წარმოება დაიწყო, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ამგვარი მტკიცებულებებისა და დასკვნების შემცველ დოკუმენტზე დათანხმება სრული სიცხადით ადასტურებს, რომ ამ ადამიანებმა ჯერ შესაბამისი მტკიცებულებების შექმნით და შემდეგ დასკვნის დადასტურებით, ჩაიდინეს უმძიმესი ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში.

ცხადია, ზემოაღნიშნულ ქმედებებზე რუსეთის პასუხი სააკაშვილს კარგად უნდა ჰქონოდა გააზრებული და ამდენად, უნდა დავასკვნათ, რომ ეს ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული გეგმის ნაწილი იყო. სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი წლით ადრე საქართველოდან გასული რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა.

კრებსითი „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 2008 წლის ომის დაწყების საკითხზე საუბარი დანაშაულია და ის ტაბუდადებულ თემად უნდა დარჩეს. ამ ფონზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება მათ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ხოლო რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საპასუხო და სამართლებრივად დასაბუთებულ ქმედებად გამოაცხადეს.

„რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ჰაიდი ტალიავინისთან ერთვის პუტინის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ მოწონებული და დამტკიცებული „ქართული ოპერაციის“ გეგმა ჯერ კიდევ 2007 წელს არსებობდა. თუმცა, ჟურნალისტის ეს მცდელობაც, სააკაშვილის მიერ ჩადენილ მოღალატეობრივ დანაშაულს გამართლება მოუძებნოს, სრულიად უსუსურია. შეგახსენებთ, რომ ორივე კონფლიქტურ რეგიონში პროვოკაციების სერია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო, რაც როგორც რუსულ, ისე ქართულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა. 2004-2008 წლებში, რამდენიმე ათეულ ინციდენტს, მათ შორის ინტენსიურ შეიარაღებულ დაპირისპირებებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნულის კვალდაკვალ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობების პირები, მათ შორის მაშინდელი პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრები აქტიურად აკეთებდნენ მილიტარისტულ განცხადებებს, რითაც ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ და ესკალაციას ხელოვნურად აღვივებდნენ.

ცხადია, სააკაშვილის გეგმები 2004 წლიდან მარტივად იშიფრებოდა და რუსეთის ხელისუფლებას ეს მხედველობიდან არ გაუშვია. თუმცა, ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლის სამართლებრივი საფუძველი რუსეთს შექმნილი არ ჰქონდა და ისიც ომს არ იწყებდა. ამის გამო, სისრულეში ვერ მოდიოდა გეგმის მთავარი ნაწილი – „ნაცმოძრაობას” რუსული ჯარი საქართველოში ვერ შემოჰყავდა.

სააკაშვილი და მისი მფარველები ხვდებოდნენ, რომ საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად. ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ ფაქტობრივ მოცემულობას აღიარებს თავად “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ჯერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მოაწერა ხელი, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმა.

ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო.

გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს. მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში, კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია. დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია, მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“ – აღნიშნულია პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ანწუხელიძე გმირია, რომელმაც თავი დადო სამშობლოსთვის – გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინებას თუ რაღაც ამგვარს სთხოვდნენ მას, - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს, ეს იყო დანაშაული ჩვენი სახელმწიფოს წინაშე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

ჩვენ ომის დაწყებაში ვადანაშაულებთ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. მოღალატე მთავარსარდალი ჰყავდა მაშინ ფორმალურად ამ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის განცხადებით, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი, - ამის...

დაწვრილებითDetails

7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
7-8 აგვისტოს ღამეს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა – რუსეთის საგარეო უწყება
მთავარი

ფიქსირდება საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები აფხაზებთან და სამხრეთ ოსებთან შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ავრცელებს. „დღეს, სამხრეთ კავკასიაში...

დაწვრილებითDetails

ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული – პროკურორი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული – პროკურორი
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნია იმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ. სონიძის...

დაწვრილებითDetails

“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

უფლებადამცველი, იაკო კვანტალიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ, დავით დვალიშვილს არასრულწლოვნების ჯგუფი დაესხა თავს. მისი თქმით, დავით დვალიშვილი მძიმედ არის და საავადმყოფოში გადაჰყავთ. ამ წუთებში ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს თავს...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
მთავარი

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, კადეტები, გმირულად დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან მივიდნენ...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ვერძი — აქტიური დღეა. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს საქმე, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენი. ფინანსებში იმპულსურ ხარჯვას მოერიდე.   კურო — სტაბილურობის შენარჩუნება იქნება მთავარი. კარგი დღეა დაწყებული...

დაწვრილებითDetails

8 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"