LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია  ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს

დაპოსტა 2019/08/19-ში
A A
262
ნახვა
გაზიარება

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანედა მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რომლებიც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და გაოგნებულმა პეტრემ უნებლიეთ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როდესაც მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

ფერისცვალების ამბის თხრობით მახარებელნი იმისთვის გვამზადებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდეს ასეთივე ფერისცვალება. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი ხომ სწორედ ფერის, ცოდვილი ბუნების შეცვლაა.

ფერისცვალების დღესასწაულზე მრევლს ტაძარში ხილი მიაქვს, რომელსაც კურთხევის შემდეგ ან ეკლესიაში ტოვებენ, ან ოჯახებში მიაქვთ. ხილის შეწირვის ტრადიცია სათავეს ძველი აღთქმიდან იღებს, როცა კაენმა და აბელმა უფალს ხილი შესწირეს.

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა_ლოცვა აღავლინება.

გაზიარება106

დაკავშირებული -პოსტები

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
მთავარი

„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია. რუსთავი 2-ის ინფორმაციითვე, უძილაური ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო და ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა....

დაწვრილებითDetails

სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება-ჯანდაცვის სამინისტრო

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
2 დეკემბერს, გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 26 ადამიანი გადაიყვანეს, საიდანაც 23 აქციის მონაწილე და 3 შსს-ს წარმომადგენელი – ჯანდაცვის სამინისტრო
მთავარი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. „მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო...

დაწვრილებითDetails

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში
მთავარი

აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 4 -9 მაის. მსოფლიოს 2გზისა (ვერცხლი;ბრინჯაო) და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორის, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის სახელობის ტურნირი მე-15-ედ ჩატარდება! ქუთაისის საკრივო სკოლას მრავალი გამორჩეული სპორტსმენი...

დაწვრილებითDetails

“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“ტრაგედია კლასელების შეკრების დროს”- ბათუმში მამაკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
მთავარი

ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის 43-ე სარ­თუ­ლი­დან ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ“ გა­ავ­რცე­ლა....

დაწვრილებითDetails

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გაგა კირკიტაძე...

დაწვრილებითDetails

აპრილში, ქუთაისში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 106 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
ხილულ გამონაბოლქვზე ქუთაისში 34 ავტომობილის მძღოლი დააჯარიმეს
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 ფაქტი გამოავლინეს. 369...

დაწვრილებითDetails

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა…“ – ავარია ახალციხე-ვალეს გზაზე

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა
მთავარი

ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც რეგიონალური მედია „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება...

დაწვრილებითDetails

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური განახლების პროცესი იწყება. "ისტორიული განახლების" პროექტი, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მნიშვნელოვნად განახლებას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1...

დაწვრილებითDetails

„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
„გლოვობს ჩემი ბათუმი სიკეთით სავსე ოქროს ბიჭს…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

ბათუმში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. ქალაქი ემშვიდობება ახალგაზრდა ნიკა ბასილაძეს, რომლის ნაადრევმა გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „ნიკაა. ისევ გლოვობს ჩემი ბათუმი კიდევ ერთ ახალგაზრდას, ნიკუშა ღმერთმა...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 5, 2026
0
სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა ჯამში 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბური მეტრამდე საშეშე მერქანი უნებართვოდ მოწყობილ ბაქანზე განათავსა. გარემოსდაცვითი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"