თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე! – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, „გამარჯვება არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია“.
„23 ნოემბერი ახლოვდება – გიორგობა დღე, ვარდების რევოლუციის, გამარჯვების, ხალხის გამარჯვების თარიღი! სიკეთის გამარჯვების დღე ბოროტებაზე, სინათლის გამარჯვების დღე ბოროტებაზე!
გამარჯვება ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლია!
თავისუფლებაზე მყოფებს გთხოვთ, 23 ნოემბერს – 18:00 საათზე, ბათუმში შევიკრიბოთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან! შეუძლებელია ბათუმში არ აღვნიშნოთ ეს დღე!
პირადად გთხოვთ მომცეთ შესაძლებლობა ტყვეობიდან ყველა ერთად დაგინახოთ!“- წერს ლევან ხაბეიშვილი.








