LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
19 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში – მოემზადეთ მოგზაურობისთვის

19 ულამაზესი ჩანჩქერი საქართველოში – მოემზადეთ მოგზაურობისთვის

დაპოსტა 2024/08/10-ში
A A
2.6k
ნახვა
გაზიარება

გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. ჩანჩქერთან მისვლა საკმაოდ მარტივია. ყაზბეგიდან სამანქანო გზის მანძილი სოფელ გველეთამდე 7კმ-ია, ხოლო სოფელ გველეთში ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი 1კმ-ზე ნაკლებია. ჩანჩქერთან არიას საპიკნიკე ადგილები საიდანაც ლამაზი ხედი იშლება კავკასიონზე, ასევე სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე.

გველეთში ორი ჩანჩქერია, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ერთი უფრო პატარა, მეორე დიდი. სოფელში კიდევ ერთი პატარა, თუმცა ძალიან ლამაზი ჩანჩქერიც არის, რომელიც ნაკლებად ცნობილია. ეს პატარა ჩანჩქერი მთავარი ჩანჩქერების საპირისპირო მხარეს მდებარეობს, გზასთან ძალიან ახლოს.

თუკი თვალუწვდენი კლდეებისა და ჩანჩქერების ჯადოსნურ სამეფოში მოგზაურობა გსურთ გველეთს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. სოფელში ასევე შუასაუკუნეების გველეთის ციხის მონახულებაც შეგიძლიათ. 

 

 

უშბის ჩანჩქერი (შდუგრა)

უშბის ჩანჩქერი(შდუგრა) საქართველოში ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. მდებარეობს სვანეთში, სოფელ მაზერთან. ჩანჩქერთან შესაძლებელია მისვლა როგორც ძირში ასევე მის თავზე, მის თავზე ასვლის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ უშბის მყინვარი, ასევე ულამაზესი ხედი სვანეთზე. ჩანჩქერის ძირში მისასვლელად ფეხით სავალი მანძილი არის დაახლოებით 3კმ (ერთი მიმართულებით), ხოლო თუ ჩანჩქერის თავზე გინდათ მოექცეთ დამატებით 3კმ გავლა მოგიწევთ. ბოლო მონაკვეთი საშუალო სირთულის ბილიკის მიუყვება და ასევე მდინარის გადაკვეთა მოგიწევთ, მაგრამ ნანახით კმაყოფილები დარჩებით.

 

უშბის ჩანჩქერი (შდუგრა) | Georgian Travel Guide

სვანეთი – ჭალაადი და შდუგრა (1) – ბუნბუნლანდია

 

მუხურას ჩანჩქერი

მუხურას ჩანჩქერი – 60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი, რომელიც გადმოედინება ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურას მიდამოები, ტყიბული-მუხურას საავტომობილო გზის სიახლოვეს, 886 მეტრი ზღვის დონიდან. 

ჩირუხის ჩანჩქერი

ჩირუხის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, შუახევიდან 40 კილომეტრში (მანქანით), საზაფხულო სოფელ ჩირუხში. ჩანჩქერის მოსანახულებლად მაღალი გამავლობის მანქანაა სასურველი, რადგან გზის დიდი ნაწილი მოასფალტებული არ არის.

 

ძენწმანის ჩანჩქერი

ძენწმანის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ ძენწმანში. ქედადან 4 კილომეტრში (მანქანით). სამანქანო გზიდან ჩანჩქერამდე 100 მეტრია, თუმცა საკმაოდ ციცაბო ბილიკი ჩადის, რომელზეც მოწყობილია მოაჯირები.

მერისის ჩანჩქერი

მერისის ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ მერისში. ქედადან 13 კილომეტრში (მანქანით). სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 100 მეტრია. ჩანჩქერთან მოწყობილია სასიარულო ბილიკი, იქვეა კაფე.

ჩანჩქერის სიმაღლე 30 მეტრია, ჩანჩქერთან მისასვლელად უნდა გაიაროთ როდოდენდრონებს შორის გამავალი ვიწრო საფეხმავლო ბილიკი. ჩანჩქერი წყალუხვია და შესაძლებელია ბანაობაც.

 

Batumelebi | ხის კიბე მოაჯირის გარეშე მერისის ჩანჩქერთან

 

მეძიბნას ჩანჩქერი

მეძიბნას ჩანჩქერი მდებარეობს აჭარაში, ქედას მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში. ქედადან 10 კილომეტრში (მანქანით). სამანქანო გზის დასრულებიდან ჩანჩქერამდე ფეხით სასიარულო მანძილი 500 მეტრია. ჩანჩქერი გამოირჩევა წყალუხვობით.

მეძიბნის ჩანჩქერს  ადგილობრივები  ,,გოდერძის ჩანჩქერ”-საც ეძახიან .  ჩანჩქერის უკან კლდეში  ბუნებრივი გამოქვაბულია, სადაც 10-მდე ადამიანს შეუძლია მოთავსება.

Batumelebi | 5 ჩანჩქერი ბათუმთან ახლოს ცხელ დღეებში გასაგრილებლად

 

ღვირიშის ჩანჩქერი

ღვირიშის ჩანჩქერი ლეჩხუმში, სოფელ ქვედა ღვირიშთან ახლოს მდებარეობს, ზღვის დონიდან 625 მეტრზე. ჩანჩქერი მაღალი კლდიდან ეშვება ღრმა ხეობაში, კლდოვან ქვაბულში, სადაც პატარა დაგუბება წარმოიქმნება. ჩანჩქერის ღავზე მოწყობილია შუშის გადასახედი, საიდანაც გასაოცარი ხედი იშლება ჩანჩქერსა და ხეობაზე. ღვირიშის ჩანჩქერი ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს და მრავალ ადგილობრივსა თუ ტურისტს იზიდავს.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ფოტო გია აფრიდონიძე

 

 

სიყვარულის ჩანჩქერი

სიყვარულის ჩანჩქერი რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამბროლაურის შესასვლელთან, გურგენიანის ქუჩაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან დაახლოებით 560 მეტრზე. ჩანჩქერი დახავსებულ კლდოვან მასივზე გადმოედინება და საოცრად ლამაზ სანახაობას ქმნის. იგი განსაკუთრებით ცნობილია გულის ფორმის შესასვლელის მქონე ქვაბულით. ეს სახელიც სწორედ ქვაბულის ფორმის გამო დაერქვა. სიყვარულის ჩანჩქერი რაჭის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა და უამრავ ტურისტს იზიდავს.

ჩანჩქერები საქართველოში, რომლებიც მსოფლიოს ულამაზეს ჩანჩქერებს არაფრით ჩამოუვარდება (ფოტოები)

ლეგენდა გვიამბობს,  ერთ ხანდაზმულ რაჭველ კაცს ხუთი გაუთხოვარი ქალიშვილი ყავდა. განიცდიდა მათ უბედობას. სიზმრად ნახა გულის ფორმის ჩანჩქერთან ცხვარი . მეორე დღესვე გაეშურა კაცი თავისივე ხუთივე შვილებითურთ. ცხვარი და ოციანიც ხელთ გააყოლა. ვინც კი აივლიდა ჩაივლიდა, ყველას უმასპინძლდებოდა. იმავე წელს ქალიშვილები გაბედნიერდნენ . ამის შემდგომ დღემდე აუმრავი მნახველი ყავს სიყვარულის წოდებულ ჩანჩქერს.

P.S ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება. სჯობს ეწვიოთ და თავად გამოსცადოთ-ვკითხულობთ Nima Tours -ფესიბუქ გვერდზე.

რაჩხის ჩანჩქერი

რაჩხის ჩანჩქერი ლეჩხუმში, ისუნდერის გზაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 550 მეტრზე. ხეობაში დახავსებულ ლოდებზე გადმომდინარი ჩანჩქერი ძალიან ლამაზ სანახაობას ქმნის და მრავალ ბუნების მოყვარულს იზიდავს. იგი ფოთლოვანი ტყითაა გარშემორტყმული და შესანიშნავ სანახაობას წარმოადგენს, როგორც გაზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომაზე. ჩანჩქერი სამანქანო გზის განაპირასაა და ძალიან მოსახერხებელია საპიკნიკედ და ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ბუნების სიმშვიდეში განტვირთვისთვის.

რაჩხის ჩანჩქერი

 

ჩანჩქერი ვერძისთავა

ჩანჩქერი ვერძისთავა ლეჩხუმში, სოფელ ტვიშთან ახლოს მდებარეობს. იგი ხვამლის მთიდან იღებს სათავეს. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ხვამლის მთაზე მდებარე კარსტულ ჭაში ვერძის თავი ჩაუგდიათ, რის გამოც ჩანჩქერი ვერძისთავა ნახევარი წელი ტვიშის მხარეს (მდინარე რიონის ხეობა) გადმოედინება, ნახევარი წელი კი – სოფელ ოყურეშის მხარეს (მდინარე ცხენისწყლის ხეობა). ხეებში ჩაფლული, თითქმის ვერტიკალური კლდიდან დაშვებული ჩანჩქერი შესანიშნავ სანახაობას წარმოადგენს, როგორც ზაფხულის სიმწვანეში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას. ვერძისთავადან დაახლოებით 150 მეტრის დაშორებით შეგიძლიათ ნიკორძირის ულამაზესი ჩანჩქერიც მოინახულოთ. ვერძისთავისა და ნიკორძირის ჩანჩქერები ლეჩხუმის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და მრავალ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს.

 

ჩქუმის ჩანჩქერი

ჩქუმის ჩანჩქერი ლეჩხუმში, სოფელ ჩხუმთან მდებარეობს, ზღვის დონიდან 715 მეტრზე. ჩანჩქერი კლდის ღარისებრ ჩაღრმავებაში გადმოედინება, ხეებშია ჩაფლული და ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს. ეს ადგილი შესანიშნავია, როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომის ფერადოვნებისას. ჩქუმის ჩანჩქერი მიმზიდველია მუნების სიმშვიდეში განტვირთვისა და ხეტიალის მოყვარულთათვის. იგი სამანქანო გზასთან საკმაოდ ახლოა და თუ ოჯახთან ან მეგობრებთან დღის მრავალფეროვნად, სასიამოვნო გარემოში გატარება გსურთ, ამისთვის საუკეთესო ადგილია.

ჩქუმის ჩანჩქერი

 

ჩანჩქერი ინწირა (ინწრა)

ჩანჩქერი ინწირა (ინწრა) მდებარეობს სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში. ჩანჩქერი გადმოედინაება მდინარე ინწირას კანიონში. ჩანჩქერი და კანიონი ჩაფლულია ხავსებისა და ბზის კორომების წალკოტში, რომელიც მისტიურ გარემოს ქმნის.

სოფლიდან ჩანჩქერისაკენ მიმავალი სამანქანო გზა სულ რაღაც 1,6 კმ-ია, შემდეგ კი ტყეში შემავალი ბილიკით ადის ინწირას ჩანჩქერთან და მღვიმესთან. ტყეში შემავალი ბილიკი იწყება სატყეო გზით და რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მიუყვება ციცაბო ფერდობს, რომელიც საკმაოდ რთული მონაკვეთია, თუმცა ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მისი გავლა. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ასევე ინწირას მღვიმე, რომელიც არანაკლებ საინტერესო სანახავია. მღვიმიდან მილით გამოყვანილია სასმელი წყალი, რომელიც მიუყვება ბილიკს მთელ სიგრძეზე, როგორც მღვიმემდე ისე ჩანჩქერამდე, რაც ერთგვარია მანიშნებელია ბუნებაში საორიენტაციოდ.

ხანის ჩანჩქერი

სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერი დაახლოებით 25–30 მეტრი სიმაღლის. მზის სხივებზე წყლის წვეთები ცისარტყელას ფერებში გადადის და უმშვენიერეს სანახაობას ქმნის. ცხელ ზაფხულში ჩანჩქერთან ყოფნა უდაბნოს ოაზისივით მაცოცხლებელია. ჩანჩქერის მახლობლად მდინარე ჩადის კლდეში და რამოდენიმე მეტრის შემდეგ კვლავ ამოდის, ამ ადგილს ადგილობრივები ,,ქვახველიას“ უწოდებენ. ბუნების ამ საოცრებების ნახვა, ხელით შეხება და შეგრძნება სიცოცხლის ელექსირია. მანძილი თბილისიდან 252 კმ. ბაღდათიდან 28 კმ. ქუთაისიდან 56 კმ.

 

ოკაცეს ( კინჩხას ) ჩანჩქერი

ოკაცეს ( კინჩხას ) ჩანჩქერი – ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მიდამოებში, ზღვის დონიდან 843 მეტრზე.

ოკაცეს ჩანცქერის ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ბუნების ძეგლზე ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო – ბილიკები, პლატფორმები, რომლებიც მის მონახულებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის.

ტყუპი ჩანჩქერი

ტყუპი ჩანჩქერი – ჩანჩქერი აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 735 მეტრზე.

47 მეტრის სიმაღლიდან ეშვება ორი ჩანჩქერი, რომელიც განსხვავებულ და ლამაზ გარემოს ქმნის. ირგვლივ შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ჩანჩქერთან მიდის ბილიკი, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაადგილება. ბილიკის ბოლოს კი მოწყობილია საპიკნიკე სივრცე.

კანიონში კიდევ რამდენიმე ჩანჩქერია, თუმცა ჯერ-ჯერობით იქამდე მისასვლელი ბილიკები მოწყობილი არ არის.

 

ტობის ჩანჩქერი და არსენ ორჯონიკაშვილის მღვიმე

 

ტობის ჩანჩქერი და მღვიმე – საქართველოში ყველაზე მაღალი, 234 მეტრი სიმაღლის, ტობის კასკადოვანი ჩანჩქერი, რომელიც გადმოედინება არსენ ორჯონიკაშვილის (ტობა II) სახელობის მღვიმიდან, მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდის სიახლოვეს, მდინარე აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 707 მეტრზე.

მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიოა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმარლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის, (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.

ჩანჩქერთან მისასვლელი გზა: მარტვილიდან სოფელ პირველ ბალდამდე მიდის სამანქანე გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით. სოფლიდან შესაძლებელია გრუნტიანი სამანქანე გზით ჩანჩქერის სათავეებთან ასვლა, მაღალი გამავლობის ავტომობილით, ან საფეხმავლო ბილიკით ასვლა მდინარე აბაშის ხეობით. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 7 კმ-ია.

კაღუს (ჟუჟღას) ჩანჩქერი

კაღუს (ჟუჟღის) ჩანჩქერი – ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი, პატარა მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ ბალდასთან, მდინარე აბაშის ხეობაში, ბალდის კანიონში. ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს ბალდის მონასტერი.

კაღუს ჩანჩქერი მდებაორებს ონიორესა და ტობის ჩანჩქერებისკენ მიმავალ ბილიკზე.

ჩანჩქერთან მოწყობილია კაფეები და რესტორნები, სადაც შესაძლებელია დროის სასიამოვნოდ გატარება.

ჩანჩქერთან 0.3 კმ მანძილზე მიდის სამანქანე გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით.

 

ონიორეს ჩანჩქერი

ონიორეს ჩანჩქერი – 67 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობაში, ზღვის დონიდან 680 მეტრზე. ონიორეს ბუნების ძეგლის კომპლექსი წარმოადგენს მღვიმისა და მისგან გადმომავალი ჩანჩქერის ერთობლიობას.

მღვიმის შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მეტრი სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, ცალკეულ ადგილას კი გვირაბის სიგანე 12-15 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრს აღწევს, მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე კი 67 მეტრის სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

ჩანჩქერთან მისასვლელი გზა: მარტვილიდან სოფელ პირველ ბალდამდე მიდის სამანქანე გზა, სადაც გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით. სოფლიდან შესაძლებელია გრუნტიანი სამანქანე გზით ჩანჩქერის სათავეებთან ასვლა, მაღალი გამავლობის ავტომობილით, ან საფეხმავლო ბილიკით ასვლა მდინარე აბაშის ხეობით. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 6 კმ-ია.

წყარო: georgiantravelguide.com

 

გაზიარება1029

დაკავშირებული -პოსტები

“ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი და ამის გაკეთება ვერ შეძლეს”- ტრამპი

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები
მთავარი

მე ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება, - ამის...

დაწვრილებითDetails

“შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან”- ელენე ხოშტარია

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან - შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

ნიკა გვარამია დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა....

დაწვრილებითDetails

ივნისი ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებას შეცვლის

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი — მიზნების და იდენტობის გადატვირთვა ივნისში ვერძები გრძნობენ ძალასა და გამბედაობას. ყველაფერი, რაც გადადებული გქონდათ, მოითხოვს რეალურ ქმედებას. საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება შეიცვლება — გახდებით უფრო გულწრფელი, დამოუკიდებელი, გაბედული. შეიძლება...

დაწვრილებითDetails

ბედი ზოდიაქოს ამ ნიშნებს განსაკუთრებულ შეხვედრას აჩუქებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

მშვილდოსანი ეს ზაფხული დაგიბრუნებთ სურვილს, გაბედულად შეხვდეთ ახალ ადამიანებს და არ შეეშინდეთ თავგადასავლების. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გაგიგებთ ისე, როგორც არავინ აქამდე. შესაძლოა, ყველაფერი შემთხვევით დაიწყოს, მაგრამ ეს ადამიანი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული სულ გქონდეთ

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნივთს შეუძლია თილისმის როლი შეასრულოს და მოახდინოს ფულის მოზიდვა თქვენს ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ძველ დროში, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ სხვადასხვა ნიშნები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობის, იღბლის და სიმდიდრის შემოტანას...

დაწვრილებითDetails

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი....

დაწვრილებითDetails

მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
თბილისის აეროპორტსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს...

დაწვრილებითDetails

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი თანამშრომელი, მაღალი კვალიფიკაციის და უდიდესი გამოცდილების პროფესიონალი მანანა გელაშვილი და სამძიმარს უცხადებს ქალბატონი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა

by მეგა TV
ივნისი 13, 2025
0
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა
მთავარი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.დიმიტრიმ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა (დამატებითი პროგრამა მათემატიკა). KIU-ში სწავლისას სტაჟირება გაიარა გერმანიაში, Forschungszentrum Jülich-ში.სწავლის დასრულების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"