ფოთის ცხელების ცენტრში ბოქსირებულ პალატებში საეჭვო სიმპტომებით სამი ადამიანია მოთავსებული, რომლებიც ფოთში 112-მა ჩხოროწყუდან და ლანჩხუთიდან ჩაიყვანა. ოთხ პაციენტს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
„დილით კორონავირუსზე გატესტილი ოთხი პაციენტის პასუხი უარყოფითია. დაგვემატა სამი პაციენტი, ესენი არიან 17 წლის გოგონა ჩხოროწყუდან, 33 წლის ქალი და 65 წლის კაცი ლანჩხუთიდან. მათ ცხელება აღენიშნებათ“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.