LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იქ სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში – გიორგი გახარია

150 ლარი არ არის საკმარისი – შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ – გიორგი გახარია

დაპოსტა 2020/04/14-ში
A A
89
ნახვა
გაზიარება

150 ლარი არ არის საკმარისი. შეუძლებელია, საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობისთვის დახმარება არა 150 ლარი, არამედ უფრო მეტი იქნება.

„რაც შეეხება 150 ლარს. კითხვა იყო, რას ვფიქრობ, არის თუ არა საკმარისი? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. უფრო მეტსაც გეტყვით – 150 ლარი არ იქნება, უფრო მეტი იქნება. მოგეხსენებათ, რომ 150 ლარი არის საარსებო მინიმუმზე ქვემოთ. უბრალოდ შეუძლებელია საარსებო მინიმუმი არ გავითვალისწინოთ და იმ ადამიანების ყოველდღიურ დახმარებაზე ვილაპარაკოთ, რომლებმაც სამსახური დაკარგეს “, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე თავდაპირველად რატომ გამოქვეყნდა 150 ლარით დახმარების თაობაზე ინფორმაცია, სადაც მოგვიანებით, გარკვეული მონაცემები ჩასწორდა. მისივე განმარტებით, სანამ ქვეყანა კრიზისში შევიდოდა, ორი თვის წინ გარკვეული სახის დახმარებაზე იყო მსჯელობა და ეს „გაიპარა“.

„ყველა ექსტრემალურ მდგომარეობაში მუშაობს, არამხოლოდ საქართველოს მთავრობა, არამედ მსოფლიოს ყველა მთავრობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობაც და მისიაც. შესაბამისად, მთლად სიმართლეც, თუ გინდათ, ეს იყო – სანამ ასეთ ღრმა კრიზისში შევიდოდით, მაშინ თვენახევრის, ორითვისწინანდელი პირველი მონახაზები ასეთი იყო, რომ მსგავსი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, თუმცა ეს რიცხვი აქტუალური არ ყოფილა. თან იმას ემატებოდა სხვა რაღაცები. იქ იყო რამდენიმე მხრივ დახმარება და ა.შ. დღეის მდგომარეობით, ეს გაიპარა, ის ძველი, ტექნიკური შეცდომა იყო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეალურად, ქვეყანაში პირდაპირი მიზნობრივი სოციალური დახმარება ადამიანების მიმართ, რომლებმაც სამუშაო ადგილი და შემოსავალი დაკარგეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თვეში საარსებო მინიმუმზე ნაკლები იყოს.

შეუძლებელი იქნებოდა კონკრეტულ ციფრებზე, დახმარების პორტფელებზე გვესაუბრა, სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, დონორებთან პარამეტრები არ გვექნებოდა შეთანხმებული. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის შეთანხმება ნიშნავს ასევე შეთანხმებას, რომ ქვეყანაში იქნება ეკონომიკური რეცესია. ამას ხომ, თავისი პირდაპირი ეფექტი აქვს საბიუჯეტო შემოსავლებზე. გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება, ვირუსთან ბრძოლის ნაწილში გვეზრდება. ამ დისბალანსის დასაბალანსებლად გვჭირდებოდა ზუსტად ის საფინანსო დახმარება, რომელსაც ჩვენ წარმატებით მივაღწიეთ და რომელსაც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გავშლით და დეტალებს მოვყვებით. ამის შემდგომ, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, კონკრეტულ სოციალურ დახმარებაზე და არ ვიჭორაოთ იმ ციფრებზე, რომლის უკანაც პოლიტიკური ხმაურის, სიცარიელის და რაღაც გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო დაპირებების გარდა არაფერი არ არის“,- განაცხადა გახარიამ.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
“2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს”-მიხეილ ყაველაშვილი
მთავარი

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს. „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეგიონის ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ირანში აიათოლა...

დაწვრილებითDetails

საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
საფრანგეთში ქართველი ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ყოფილი მოსწავლის, 20 წლის ათუკა გეწაძის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა საფრანგეთში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მძიმე სენი სახელდება. „გლოვობს ჩვენი სკოლა. საფრანგეთში მე-2...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, პირველ ივლისს შუქი გაითიშება – ნახეთ მისამართები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

ქუთაისში პირველ ივლისს ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება მისამართებზე: 11:00 საათიდან  19:00 საათამდე 509 აბონენტს გაეთიშება : გათიშვის არეალი: ქუთაისი/ხუნდაძის, ქუთაისი/თაბუკაშვილის, ქუთაისი/დადიანის, ქუთაისი/თაბუკაშვილის 4შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 2შ, ქუთაისი/თაბუკაშვილის 6შ, ქუთაისი/გამსახურდიას 6შ,...

დაწვრილებითDetails

2 ივლისიდან ქუთაისში ტრანსპორტი მუშაობას 06:30 საათიდან დაიწყებს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის საათები იცვლება. 2 -დან 24 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დილის 06:30 საათიდან დაიწყებს . ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს. „ქალბატონო ეკა, მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. ვიცი, რომ არ არსებობს სიტყვა, რომელიც დედას შვილის...

დაწვრილებითDetails

“ოპოზიციის დიდი ნაწილი „ქოცებს“ დაემსგავსა” – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
,,უშუალოდ ვერთვები, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის” წარმომადგენელი – სააკაშვილი
მთავარი

ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ დაემსგავსა „ქოცებს“ - სიტყვა "დიქტატორის" გამოყენებასაც ვეღარ ბედავენ და ამიტომ მათ ისეთივე სურვილი აქვთ, როგორც ივანიშვილს და შეიძლება მეტიც კი, რომ გავჩუმდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე...

დაწვრილებითDetails

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე ტბაში დაიხრჩო
მთავარი

MarneuliNews. ge-ს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე პო­ლო­ნეთ­ში, ტბა­ში და­იხ­რჩო. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის ბოლ­ნი­სის მცხოვ­რე­ბი, 23 წლის ელ­ვარ სა­რი­ე­ვია, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და. პო­ლო­ნუ­რი წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ბჟუ­ზეს­თან მდე­ბა­რე, ბჟუ­ზეს ტბა­ზე, 28 ივ­ნისს, სა­ღა­მოს...

დაწვრილებითDetails

ჩქაროსნულმა მატარებელმა მამაკაცს ფეხზე გადაუარა – დეტალები

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ლიანდაგებზე მძინარე მამაკაცს მატარებელი შეეჯახა და გადარჩა (უცხოეთი)
მთავარი

ქა­რე­ლი-აგა­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე ჩქა­როს­ნულ­მა მა­ტა­რე­ბელ­მა მა­მა­კაცს ფეხ­ზე გა­და­უ­ა­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თლის ამ­ბე­ბი" ავ­რცე­ლებს. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­ქა­ლა­ქე რკი­ნიგ­ზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­და, ფეხი ლი­ან­და­გებს შო­რის მოყ­ვა და წა­იქ­ცა. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა 275-ე...

დაწვრილებითDetails

გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
გორთან ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა გორთან ავარიას 35 წლის გვანცა მაზანაშვილი ემსხვერპლა. მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით, კვარხეთის გადასახვევთან მოხდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ამობ­რუნ­და ქალს ორი მცირეწლოვანი...

დაწვრილებითDetails

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზარდა – რა თანხაა გამოყოფილი იმერეთისთვის

by მეგა TV
ივნისი 30, 2026
0
ფშავში მდინარე არაგვის ხეობაში ცხედარი იპოვეს
ეკონომიკა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშოებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა გაიზარდა. როგორც 18 ივნისით დათარიღებულ განკარგულებაში ვკითხულობთ, მთავრობამ მუნიციპალიტეტებს ჯამურად 7.5 მლნ ლარით მეტს გამოუყოფს, ვიდრე ეს მანამდე იყო გათვალისწინებული. კერძოდ, აპრილის განკარგულებით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"