LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას

14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია – მაია ჩხაიძე

დაპოსტა 2026/09/18-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება
„14-მდე ბავშვია ჩვენთან შემოსული სხვადასხვა ბაღიდან, ყველას მდგომარეობა სტაბილურია, რეანიმაციული-ინტენსიური თერაპია არავის დასჭირდა, გასტროენტერიტის მოვლენებით გუშინ საღამოდან დღეს დილამდე გრძელდებოდა პაციენტების მომართვიანობა. ამ ეტაპზე, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვერ გაეწერებიან, მონიტორინგი სჭირდებათ, ელექტროლიტური დისბალანსის შევსება და დაკვირვება“ – ამბობს ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ინტერპრესნიუსთან საუბრისას
ცოტა ხნის წინ მთავარს თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლებმა ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ აცნობეს. როგორც ისინი გვიყვებოდნენ, ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი. რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები. მთავარის ინფორმაციით, ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ. ერთ-ერთი ადგილობრივი მშობელი გვიყვება, რომ მარნეულის მესამე საჯარო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა. ბავშვებს პირღებინება და მუცლის ტკივილი აღენიშნებოდათ. მშობლის ინფორმაციით, ბავშვებს გადასხმები დასჭირდათ. მისივე ცნობით, მოწამლულია დაახლოებით 10-12 ბავშვი
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა – უწყებამ ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება”
📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ნამახვანჰესის ისტორია არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, რაც კი მიიღო პარლამენტმა ბოლო წლებში – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ჭეშმარიტებისა, რაც ისედაც ხელის გულზე დევს, რომ თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მზარდია ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა ჰიბრიდული მეთოდებით და ამგვარ მეთოდებში...

დაწვრილებითDetails

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე სეს-მ მოკვლევა დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
რა ცვლილებები შედის 2023-2024 წელს საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესში
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე. უეყების ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები...

დაწვრილებითDetails

იმერეთსა და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ამოღებულია 297 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება და 491 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი...

დაწვრილებითDetails

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
მთავარი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო RES-ის ინფორმაციით, ყველა “საარჩევნო უბანი” დილის 08:00 საათზე გაიხსნა. გამოცემის ცნობით, ცხინვალში 70 „საარჩევნო უბანი“ გაიხსნა. ჩრდილოეთ ოსეთში - ოთხი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კი...

დაწვრილებითDetails

სააღმზრდელო პროცესი 7 ბაღში შეჩერდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, დანარჩენი 183 ბაღი კი აგრძელებს ფუნქციონირებას, მიზეზი რამდენიმე საჯარო ბაღში დაფიქსირებული ინტოქსიკაციის ნიშნებია.   მათივე ცნობით, სააგენტო ყველა...

დაწვრილებითDetails

ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ – მთავარი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

ბავშვები მარნეულის საბავშვო ბაღშიც მოიწამლნენ -  ამის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი მშობელი ,,მთავარს" უყვება. როგორც ის ამბობს, მარნეულის მესამე საჯარო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა....

დაწვრილებითDetails

20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაცია აღენიშნებათ

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
საბავშვო ბაღში 15 ბავშვი მოიწამლა
მთავარი

თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო, - შესაბამის ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.   გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე...

დაწვრილებითDetails

დმანისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
გურჯაანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა – თავშესაფარში 14 ძაღლი მოკვდა
მთავარი

დმანისის მუნიციპალიტეტში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში ლაბორატორიული კვლევის შედეგად 2 სულ მსხვილფეხა საქონელს ცოფი დაუდასტურდა. მეპატრონეების გადმოცემით, ცხოველებს დაკბენის კვალი არ აღენიშნებოდათ....

დაწვრილებითDetails

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელმა ამბავმა გეგმები შეგიცვალოთ, თუმცა საბოლოოდ სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ყურადღება ურთიერთობებზე გადაიტანეთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ გაუგებრობის...

დაწვრილებითDetails

18 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 18, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"