LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
15 წლის ქალიშვილი ცისფერი ყვავილებით მორთულ ეტლში იჯდა – ვინ იყო ქართველი მის მსოფლიო 1905 წელს

15 წლის ქალიშვილი ცისფერი ყვავილებით მორთულ ეტლში იჯდა – ვინ იყო ქართველი მის მსოფლიო 1905 წელს

დაპოსტა 2021/05/07-ში
A A
294
ნახვა
გაზიარება

ეკატერინე თარხან-მოურავი მსოფლიოში პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. 1905 წელს პარიზში გამართულ ღონისძიებას მსოფლიოს სილამაზისა და ყვავილების დღესასწაულს უწოდებდნენ. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არისტოკრატი გოგონები მონაწილეობდნენ.
კონკურსის წესის მიხედვით, პარიზის ხალხმრავალ ქუჩებში ყვავილებით მორთული ეტლით უნდა ჩაევლოთ გოგონებს. ქართველი თავადის 15 წლის ქალიშვილი, რომელსაც ცისფერი თვალები ჰქონდა და ცისფერი კაბა ეცვა, ცისფერი ყვავილებით მორთულ ეტლში იჯდა. ეტლს უკან ჩანთიანი გოგონები მისდევდნენ, მაყურებლი კი ჩანთაში რჩეული მონაწილის სახელს აგდებდა. ყველაზე მეტი ხმა ეკატერინემ მიიღო და მსოფლიოს ლამაზ გოგონებს შორის გამარჯვებულიც ის გახდა. მეორე ადგილზე ავსტრიის პრინცესა გავიდა. გამარჯვების ნიშნად ეკატერინეს ბრილიანტის თვლებიანი გულსაბნევი გადასცეს.
ეკატერინე თარხან-მოურავი განათლების მისაღებად პარიზში 1903 წელს წავიდა. საქართველოში ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა და სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად დაიწყო მუშაობა. ეკატერინეს ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც ადანაშაულებდნენ, მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ ემიგრაციაში აღარ წავიდა. ეკატერინე ბრალდებას უარყოფდა და დაჭერის მოლოდინში გაატარა მთელი ცხოვრება. ეკატერინე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ელერ თარხნიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილის შვილიშვილი:

– გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლები ვართ. ბებია, სააკაძის მეათე თაობას ეკუთვნოდა, მე შესაბამისად, მეთორმეტე თაობის წარმომადგენელი გახლავართ. ჩვენი შორეული წინაპრები დაღესტნიდან არიან წამოსული, შემდეგ ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი – ქართლში, ფრონეს ხეობაში დასახლდნენ. გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ბებიაჩემი კი, მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში გახლდათ და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია კი, ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ”ივერიაში” მუშაობდა. მშობლები ბებიას ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის, ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები, სხვადასხვა ავადმყოფობის გამო, სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის კულტურის, კარგი მანერების ასათვისებლად და ფრანგული ენის შესასწავლად, პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა. ქართველი თავადები უმეტეს დროს, პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი იქვე ახლოს, პა-დე-კალეს სრუტესთან მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად.

ეკატერინეს ძალიან ჰყვარებია წყალში ყოფნა. ამის გამო, ფრანგმა მეგობრებმა მას გედი შეარქვეს. იმ დროს, პარიზში თურმე, ყოველ წელს, ყვავილების დღსასწაულს აღნიშნავდნენ, სადაც სილამაზის კონკურსის მსგავსი ღონისძიება იმართებოდა. ერთხელ, ამ კონკურსში ბებიასაც მიუღია მონაწილეობა. მონაწილეთათვის ყვავილებით ირთვებოდა ეტლები, გოგონები სათითაოდ სხდებოდნენ ამ ეტლებში, თავად ეჭირათ სადავეები და ასე უნდა ჩაევლოთ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი შეგროვილიყო. კონკურსანტებს უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა გოგონები ჩანთებით, სადაც მაყურებელი აგდებდა ბიულეტენს, რომელზეც საკუთარი რჩეულის სახელი ეწერა. შესაბამისად, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებდა, კონკურსის გამარჯვებულიც ის ხდებოდა. ბებიის ეტლი ცისფერი ყვავილებით ყოფილა მორთული, თავადაც ცისფერი კაბა სცმია ეკატერინეს, რომელიც ცისფერთვალება, ქერათმიან ქალბატონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ან კი, რა ქალბატონს? ეკატერინე ამ დროს, 15 წლისაც არ იქნებოდა!.. მასთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ მაყურებელმა გამარჯვება კავკასიელი სამხედრო პირის ქალიშვილს მიანიჭა. ამის გამო, ეკატერინესთვის საჩუქრად, ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ. ბებიამ ის თბილისში ჩამოსვლისთანავე დაკარგა. ევროპულ მანერებს მიჩვეულმა ქალბატონმა, თბილისის რკინიგზის სადგურზე ბარგი და სავიზიტო ბარათი მუშებს დაუტოვა: ამ მისამართზე მომიტანეთო. ამ ბარგთან ერთად გაქრა კონკურსში მიღებული გულსაბნევი და ვინ იცის, რა ბედი ეწია.

ბებიამ მასზე შეყვარებული ბევრი ყმაწვილი დატოვა საფრანგეთში, მათ შორის, პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილებიც იყვნენ. მამამისს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა. თუმცა, ბებია ორჯერ იყო გათხოვილი და არც ერთი მისი ქმარი ქართველი არ ყოფილა. პირველად, 1908 წელს, ცოლად გაჰყვა ფრანგ სტუდენტს, მიშა სეგალს. სეგალის მშობლები ჯერ განჯაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეკატერინე შინიდან გაიპარა და მშობლების დაუკითხავად დაიწერა ჯვარი სეგალზე. სწორედ მასთან შეეძინა ერთადერთი ვაჟიშვილი – მამაჩემი ნიკოლოზი. გრიგოლ თარხან-მოურავმა იმდენად აითვალწუნა ფრანგი სიძე, რომ 2-3 წელიწადში აიძულა, წასულიყო ბებიაჩემისგან, მამაჩემი კი, თავის გვარზე დაწერა. ბებია მეორედ გათხოვდა და ამჯერად, გვარად მოროზოვს გაჰყვა ცოლად…

ბებია  თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში, ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც დასდეს ბრალი და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეკატერინე მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ საზღვარგარეთ აღარ წავიდა და უკან დაბრუნდა… ბებია ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. საერთოდ, ძალიან მიკვირს, როგორ გადაურჩა ჩვენი ოჯახი 1924 და 1937 წლების რეპრესიებს. 1937-ში, ბებიაჩემის მამა, გრიგოლი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სულ იმის მოლოდინში იმყოფებოდა, რომ დაიჭერდნენ. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა. ალბათ, სწორედ ამის წყალობით, ოჯახის არქივი სრულყოფილი სახით შემოგვრჩა, მათ შორის – უძველესი ფოტოები, ჩანაწერები, საქმიანი ქა-ღალდები და ა.შ.

tbilisipost.ge

გაზიარება118

დაკავშირებული -პოსტები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
მთავარი

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს „რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და სინჯების...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცს გლოვობენ
მთავარი

ოზურგეთში ახალგაზრდა მამაკაცი, ბექა მექვაბიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

დაწვრილებითDetails

ფოთში მატარებლის ვაგონის ავზიდან, 3 000-მდე ლიტრი საწვავი მოიპარეს

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ...

დაწვრილებითDetails

საზღვარგარეთიდან 43 ავტომობილის ჩამოყვანის სანაცვლოდ,უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ გადახდილი 374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების...

დაწვრილებითDetails

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
მთავარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ,...

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა მორაგბე გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ახალგაზრდა მორაგბე გარდაიცვალა
მთავარი

ახალგაზრდა მორაგბე, ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას რაგბის კლუბი ყაზბეგი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „რთულია რაიმეს დაწერა, მაშინ როცა ყველა სიტყვა უძლურია.. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ხევს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას!...

დაწვრილებითDetails

სვეტიცხოველში ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
სვეტიცხოველში ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია მიმდინარეობს
მთავარი

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს ახლად არჩეული კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III მივიდა. რამდენიმე წუთის წინ ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყო. სადღესასწაულო წირვაზე შედგება ახალარჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია. საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცემენ მართვის...

დაწვრილებითDetails

ინფორმაცია მათთვის, ვინც სვეტიცხოველში წასვლას გეგმავს

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
ინფორმაცია მათთვის, ვინც სვეტიცხოველში წასვლას გეგმავს
მთავარი

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი, ისევ რესპუბლიკის...

დაწვრილებითDetails

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მოაწესრიგეთ გარემო და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. განსაკუთრებით შედეგიანი იქნება სახლიდან მუშაობა და მეტი ეფექტურობისთვის ახალი მიზნებისა და გეგმების შედგენა.   კურო   დღეს, თქვენი დიპლომატიურობით და მოქნილობით, ყველასაგან...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
მაისი 11, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს „11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება. უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"