ყვარლის მუნიციპალიტეტის შილდის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
გოგონა, როგორც პედაგოგი ამბობს ცუდად იყო და გაკვეთილი ადრე დატოვა.
,,თამამი ბავშვი იყო, თუმცა როგორც დამრიგებელი ამბობს, ისეთი მოსწავლე არ იყო, რომელიც რამეს მოატყუებდა. სხვა დროსაც ყოფილა შემთხვევა, რომ მოსწავლე გაკვეთილიდან დაეთხოვა და მშობლისთვისაც შეუტყობინებია და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მოსწავლე ტყუილში რომ ყოფილიყო შემჩნეული, არც ერთ შემთხვევაში არ გაუშვებდა გაკვეთილიდან“, – განუცხადა სკოლის დირექტორმა დარეჯან კანანაძემ ეტალონი.ჯი-ს
ასევე , გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ შილდაში დაკარგული 15 წლის გოგონა ბოლოს ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. იგი სასტუმროში ბიჭთან ერთად იმყოფებოდა და მათ ნომრის დაჯავშნა სურდათ, თუმცა იმის გამო, რომ არც ერთს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ წარუდგენიათ, სასტუმროს ადმინისტრაციამ მოთხოვნაზე უარით უპასუხა.
საქმეს ისან-სამგორის პოლიცია იძიებს. მოკვლევა 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.