“ქსელური შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმატებისა და მეტი დასაქმებულისთვის რეგიონებში” – ქუთაისში ღონისძიება გაიმართა. ბიზნესის, ხელისუფლების, პროფესიული სასწავლებლებისა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელად დღეს დასაქმების ბაზარზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრების ინიციატივა USAID Industry-led Skills Development Program-ის ნაწილია, რომელიც საქართველოში ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად პროფესიული უნარების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და ხელმისაწვდომობას უჭერს მხარს, რაც საბოლოო ჯამში ერთის მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივთა დასაქმებას და მეორეს მხრივ ხელს უწყობს ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას კვალიფიციურ კადრებზე.
საპილოტე ინიციატივა – რეგიონული ქსელური შეხვედრები მიზანდ ისახავს:
• ტრენინგების მიმწოდებლებსა და დამსაქმებლებს შორის პარტნიორობის განვითარებას, რათა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ხარისხი და შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
• საერთაშორისო სერთიფიცირებულ განათლების პროვაიდერებთან ან დამსაქმებლებთან პარტნიორობის განვითარება კვალიფიკაციის ან სხვა სასწავლო პრაქტიკის ინტერნაციონალიზაციის მიზნით;
• დამსაქმებლების, ბიზნეს ასოციაციების, ინდუსტრიის ჯგუფებისა და სხვა კერძო სექტორის ორგანოების წახალისება საგანმანათლებლო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ადამიანური, ინსტიტუციური ან პროგრამული შესაძლებლობების ჩათვლით;
• დამსაქმებლის მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივი მოსახლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობების ხელშეწყობაში;









