102 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, ფილოსოფოსი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეთა სიმონ არველაძე.
სიმონ რცელაძე ვანში, სოფელ ფერეთაში 1921 წლის 15 თებრვალს დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.
1952–1959წწ. მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სკოლაში; 1960–1965წწ. ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1974 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ავტორია წიგნებისა: “პოეზია და თანამედროვეობა” (1966), “ომგადახდილი ვეფხისტყაოსანი” (1967), “იდეალი და შემოქმედების თავისუფლება”(1971), “კრიტიკული ნარკვევები”(1971), “შთაგონება და პოეზია” (1977), “შემოქმედებას სიმართლე უყვარს” (1981), “სიახლის გრძნობა” (1986) და სხვ. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1972). დოცენტი (1974). II მსოფლიო ომის მონაწილე. 2021 წლის 15 მარტს სიმონ არველაძეს 100 წლის იუბილე გადაუხადეს.
2019 წელს მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია,
1996 წელს ღირსების ორდენი ნაყოფიერი ლიტერატურულ- შემოქმედებითი და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
სიმონ არველაშე არის ვანისა და ქუთაისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი და ხალხთა მეგობრობის ორდენის მფლობელი.










