101 წლის ქალი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ე.ა, რომელიც “გორმედის” ქსელის გორის კოვიდკლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა სოციალურ ქსელში ავცრელებს.
“პაციენტი შემოვიდა კლინიკაში ფილტვის ქსოვილის დაზიანების მაღალი ხარისხით, უგონო მდგომარეობაში, იმყოფებოდა რესპირატორულ მხარდაჭერაზე, მთელი რიგი ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, ამჟამად გახლავთ დამაკმაყოფილებელი ოქსიგენაციით და დატოვებს კლინიკას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










