LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან

გრანტების მართვის სააგენტომ, რომლის გაუქმებასაც მთავრობა გეგმავს, 2025 წელს გამოცხადებულ კონკურსში 1 657 775 ლარით 17 ორგანიზაცია დააფინანსა, 2026 წელს კი სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო

დაპოსტა 2026/09/22-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება.

სააგენტოს შექმნის მიზნად „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოაცხადა. გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სააგენტოს დებულების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად გაიცემა.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის 1 650 000 ლარი განისაზღვრა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ნაწილში (მომუშავეთა რიცხოვნობა – 16) სააგენტოსთვის გამოყოფილია 1. 122. 0 ლარი, “ხარჯებში“ გაწერილია 1. 624. 0 ლარი, ხოლო 26.0 – არაფინანსური აქტივია.

იმავდროულად, საზოგადოებრივი ინიციატივების დასაფინანსებლად ბიუჯეტში ცალკე პროგრამა, სახელწოდებით – “სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ ჩაიდო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ, 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ გრანტებთან დაკავშირებით საჯარო კონკურსი 2025 წლის ივლისში გამოაცხადა და გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო გრანტით 17 სამოქალაქო ორგანიზაციის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ცნობით, გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივების საერთო ბიუჯეტი 1 657 775 ლარს შეადგენდა. სახელმწიფო გრანტი შემდეგი ორგანიზაციების შემდეგ პროგრამებზე განაწილდა:

1.“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ – პროექტის მიზანი ქუთაისში სოციალური სერვისების გაძლიერება და ბინაზე მოვლის პროფესიული სერვისის განვითარების ხელშეწყობა – ბიუჯეტიდან გაცემული გრანტი 100 000 ლარი;

2. “დემოკრატიის განვითარების სააგენტო“ – მათ გრანტი მიიღეს პროექტისთვის “პოზიტიური მშობლობის პროგრამა რეგიონებში“, რომლის მიზანი იყო “პროექტში ჩართული ბავშვის მშობლებისა და მზრუნველობაზე პასუხისმგებელი სხვა პირების მხარდაჭერა ბავშვის აღზრდისა და განვითარების პოზიტიური მეთოდების გამოყენებით, ღირებულებებზე დაფუძნებული არაძალადობრივი კომუნიკაციისა და ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერებით“ – ბიუჯეტიდან გაცემული გრანტი 99 980 ლარი;

3. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი“. მათი პროექტი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის განვითარების გზით – დაფინანსდა 99 997 ლარიანი გრანტით;

4. “მშვიდობის კვლევის ცენტრი“ – პროგრამის მიზანი მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მედიის გავლენის კვლევა – გრანტი 97 950 ლარი;

5. “გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა“ – მათ დაფინანსება მიიღეს პროექტისთვის, რომლის მიზანი იყო ბიომრავალფეროვნების, მათ შორის გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატების დაცვა სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეული კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ფრინველებზე დაკვირვების სისტემების შექმნისა და მდგრადი თანამშრომლობის გზით. პროექტი 99 366 ლარით დაფინანსდა.

6. “საქართველოს დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი“ დაფინანსდა პროექტისთვის, რომლის მიზანი იყო შობადობის კლების განმაპირობებელი ფაქტორების კომპლექსური და მრავალმხრივი შესწავლა საქართველოს ეროვნული კონტექსტის ფარგლებში – გაიცა 97 900 ლარიანი გრანტი;

7. “საჭადრაკო კლუბი მერანი“, რომლის პროექტი იყო ინკლუზიური ჭადრაკის კლუბის განვითარება აუტისტი ბავშვებისათვის. პროექტი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დაფინანსდა.

8. “ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“ 93 480 ლარით დაფინანსდა პროგრამისთვის “კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“, რომლის მიზანი დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობა იყო.

9. “ენაგრამას“ პროექტის მიზანი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იყო – პროექტი ბიუჯეტიდან 100 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდა;

10. “თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ პროექტი, რომლის მიზანი საკრებულოს ეფექტიანობის ამაღლება იყო, 99 920 ლარით დაფინანსდა;

11. “საზოგადოებრივი დამცველის“ პროექტი ითვალისწინებდა ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებების კვლევას და ინტეგრაციის გზების წახალისებას საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამოქალაქო მდგომარეობის, საჭიროებებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის სისტემური ბარიერების გამოვლენას და ანალიზს – ორგანიზაცია 99 688 ლარით დაფინანსდა.

12. აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი, რომლის პროექტი იყო აუტიზმის ეროვნული ცენტრის ბაზაზე სასათბურე მეურნეობის შექმნით ხელის შეწყობა აუტიზმის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებისა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, 99 535 ლარიანი გრანტით დაფინანსდა;

13. “საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი“, რომლის პროექტია უსინათლოთა განათლების, ხელოვნებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა, 99 910 ლარით დაფინანსდა.

14. “დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტი“ პროექტისთვის “ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის” (საჯარო გამოსვლების და დისკუსიების სერია ადგილობრივი პრობლემების გამოვლენისა და ადვოკატირებისთვის) დაფინანსდა 100 000 ლარით;

15. “ინვალიდ და დიაბეტით დაავადებულ მოზარდთა რეაბილიტაციის ფონდი ართ ჰოლი +“, რომლის პროექტია “ახალგაზრდული პოდქასტი – ართ ჰოლის მიკროფონო ახალგაზრდების უფლებების დაცვა და შესაძლებლობების განვითარება, ორიგინალი პოდქასტ ეპიზოდების შექმნისა და გავრცელების საშუალებით“, დაფინანსდა 99 825 ლარით;

16. “აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირმა “ჰერამ” პროექტისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიური სწავლება დამხმარე ტექნოლოგიების მეშვეობით უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის ინკლუზიური სწავლებისას დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება აუდიო წიგნების სახით, სახელმწიფო გრანტის სახით 70 495 ლარი მიიღო;

17. “ახალი ქართული ჰაბი“ პროექტისთვის “ერთად მეტი შეგვიძლია“, რომლის მიზანია მშობელთა ჩართულობისა და კომპეტენციების გაძლიერება ინკლუზიური ურთიერთობების, ემოციური ინტელექტის, თანასწორი კომუნიკაციისა და სოციალური ინტეგრაციის მიმართულებით, სახელმწიფო გრანტის სახით 99 729 ლარი მიიღო.

შესაბამისად, გრანტების მართვის სააგენტომ 2025 წელს გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში 17 ორგანიზაციის პროექტი დააფინანსა, ჯამური ბიუჯეტით 1 657 775 ლარი.

გრანტების მართვის სააგენტოს შექმნას წინ უძღოდა “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში გრანტის გაცემა საქართველოს მთავრობის თანხმობას დაექვემდებარა. მოქმედი კანონით, მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება დაუშვებელია. აღნიშნული კანონის მიღების პერიოდშივე მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შექმნა და მიზნად სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოაცხადა.

გასულ კვირას კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო “მილევად რეჟიმშია“ და წლის ბოლომდე დაიხურება. ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს “ხელოვნური ფენომენი” უწოდა და აქვე აღნიშნა, რომ “ენჯეოები“ უცხოური პოლიტიკური ინტერვენციისთვის შეიქმნა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
კახეთში მევენახეებმა გზა გადაკეტეს – აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან ასობით მანქანა გაჩერებული
მთავარი

კახეთში აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერები ღვინის საწარმოებთან არიან შეკრებილი და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა დაკრეფილ მოსავალს არ აბარებენ და ქარხნებთან...

დაწვრილებითDetails

გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ძმებ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ...

დაწვრილებითDetails

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს
მთავარი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სულამანიძე თანამდებობიდან გაუშვეს - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც სულამანიძე ამბობს, 16-წლიანი ხელმძღვანელობისა და სისტემაში 19-წლიანი მუშაობის შემდეგ, ადმინისტრაციის დირექტორის პოსტი 21 სექტემბრიდან...

დაწვრილებითDetails

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
“ორმაგი ფილტრი იქნება ჩაყენებული” – სეს-ი იმპორტირებულ რძეს საზღვარზე შეამოწმებს
მთავარი

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს - გადაწყვეტილებას წინ ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაცია უსწრებდა. ამ დრომდე კვლევის საგანია რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი - ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ ეს ერთგვარი პრევენციაა და რძის...

დაწვრილებითDetails

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღებს ამოწმებს – რა აჩვენა კვლევებმა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
თბილისში კორონავირუსის გამო ბაგა-ბაღები დაიკეტა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო კომპლექსურ მოკვლევას აგრძელებენ. სააგენტოს ცნობით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ახორციელებენ როგორც საბავშვო...

დაწვრილებითDetails

თბილისში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევები ნოროვირუსითაა გამოწვეული – NCDC

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში ბოლო პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტის შემთხვევების გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსია. NCDC-ში აცხადებენ, რომ ჩატარებული კვლევებით ვირუსის არსებობა უკვე დადასტურებულია. ცენტრის ცნობით, ინფიცირებული ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდა და...

დაწვრილებითDetails

დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
დღეს წმინდა იოაკიმე და წმინდა ანას ხსენების დღეა
მთავარი

22 სექტემბერს არის ხსენება წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისმშობლისათა იოაკიმე და ანასი. ტროპარი რომელი სჯულსა შინა მადლისა მიერ განმართლდეს და ყრმა ღმრთივმონიჭებული გვიშვეს ჩუენ, იოაკიმ და ანა, ამისთვისცა დღეს ბრწყინვალედ...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 83 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 37 პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

by მეგა TV
სექტემბერი 22, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"