გორში დედისა და დის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე 50 წლამდე კაცი დააკავეს – “ქართლის ამბების” ინფორმაციით, პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს დღეს მიმართა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 120-ე, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და 151-ე, მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.










