ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე – ტენდერი შედგა.
ტენდერში შპს “გეოანალიტიკამ” გაიმარჯვა. ტენდერით გამოვლენილმა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა, ყველა ეტაპის გავლისა და ხელშეკრულების დადების შემდეგ, 60 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულება. ასსაფეხურიანი კიბის საპროექტო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი.
პროექტის მიხედვით 100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება.
როგორი იქნება განახლებული 100 საფეხურიანი კიბე – ტენდერის ღირებულება 15 000 ლარით გაიზარდა